ეპისტოლე წმ. მოციქულისა იოანესი (მესამე)

ეპისტოლე წმ. მოციქულისა იოანესი (მესამე) — წმინდა იოანეს მესამე ეპისტოლე, რომლითაც მან მიმართა თავის თანამემამულეებს, ქრისტეს მცნებათა ამღიარებელ ყველა მორწმუნეს ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე. ავტორი არის იოანე მახარებელი, რომლის კალამს აგრეთვე ეკუთვნის ოთხთავის ერთ–ერთი წიგნი – იოანეს სახარება. მას ზოგჯერ მოიხსენიებენ იოანე ღვთისმეტყველადაც.

იოანე ღვთისმეტყველი

ეპისტოლე შესულია ახალი აღთქმის წიგნებში და წარმოადგენს კათოლიკე ეპისტოლეთა ერთ–ერთ წერილს (ეპისტოლეს).

ეპისტოლეს შინაარსი

რედაქტირება

მესამე ეპისტოლე შედგება ერთი თავისაგან. იოანე ღვთისმეტყველის მესამე ეპისტოლე უფრო პირადული ხასიათისაა, ვიდრე პირველი ორი. იგი ასევე გამიზნულია ეკლესიის მთლიანობის შესანარჩუნებლად, ხაზგასმულია ცალკეულ ხუცესთა სხვა ხუცესებზე თვითამაღლების ბოროტება, აღნიშნულია მორწმუნეთა დაყოფა სასულიერო და საერო პირებად. მესამე ეპისტოლეში ლაპარაკია ყოველი ადამიანის, როგორც ადგილობრივი ეკლესიის წევრის, პირადი მოვალეობის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება