ეპითემია (Epithemia) — კაჟოვანი წყალმცენარეების (დიატომეების) გვარი რთულნაჭდევიანთა ქვერიგისა. აქვთ ერთეული, დორზოვენტრალური, ნახევარმთვარისებრი უჯრედები, შეზნექილი მუცლისა და გამოზნექილი ზურგის მხარეს. უჯრედის ბოლოებში ნაჭდევი მუცლის მხარესაა, შუა ნაწილში შეჭრილია ზურგისკენ. უჯრედის კედლებზე განივი წიბოებია.

ეპითემია არის მტკნარი ან მომლაშო წყლის ეპიფიტური სახეობები. საქართველოში ცნობილია 10 სახეობა და სახესხვაობა. ზოგიერთი მათგანი ფართოდ არის გავრცელებული მტკნარ წყლებში.

ლიტერატურა

რედაქტირება