ენვერ მალაზონია
ენვერ სევერიანის ძე მალაზონია (დ. 6 ივლისი, 1933, თბილისი — გ. 20 აპრილი, 2002, იქვე) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1956 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ელექტროტრანსპორტის ფაკულტეტი. 1977 წლიდან იყო სამრეწველო გაერთიანება „საქჩაის“ უფროსი. დაბალხარისხიანი ნედლეულისაგან ჩაის თხევადი კონცენტრატებისა და გამამხნევებელი სასმელების წარმოების ტექნოლოგიური კვლევის, დამუშავებისა და სამრეწველო ათვისებისათვის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1982). მიღებული აქვს სხვა სახელმწიფო ჯილდოებიც.