ენვერ ბეიბუტოვი
ენვერ მეჯიდ-ოღლუ ბეიბეტოვი (აზერ. Ənvər Məcid oğlu Behbudov; 20 მარტი 1912 – 18 მარტი 1993[1]) — აზერბაიჯანელი საბჭოთა თეატრალური რეჟისორი, რსფსრ სახალხო არტისტი (1965). სსრკ სახალხო არტისტის რაშიდ ბეიბეტოვის უფროსი ძმა.[2]
ენვერ ბეიბუტოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 მარტი 1912 შუშა |
გაუჩინარდა |
18 მარტი 1993 მოსკოვი |
ალმა-მატერი |
ვ. ი. კაჩალოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრი (ყაზანი), მ. გორკის სახელობის დრამატული თეატრი (როსტოვი), აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრი, აზერბაიჯანის რუსული დრამატული თეატრი |
პროფესია | თეატრალური რეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაენვერ ბეიბეტოვი დაიბადა ქალაქ შუშაში 1912 წლის 20 მარტს აზერბაიჯანელი სახალხო მომღერლის - ხანენდე მეჯიდა ბეიბეტოვის ოჯახში. 1941 წლიდან იყო კპსს-ის წევრი. 1942 წელს დაასრულა გიტის-ის სარეჟისორო ფაკულტეტი.[2] 1944-დან 1946 წლამდე იყო ულიანოვსკის თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1946-დან 1948 წლამდე — ხაბაროვსკის, ხოლო 1948-დან 1954 წლამდე — ნოვოროსიისკის.[2] 1954-დან 1959 წლამდე ბეიბეტოვი იყო კაჩალოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი ყაზანში, ხოლო 1959-დან 1964 წლამდე — მ. გორკის სახელობის დრამატული თეატრის როსტოვში. ამ თეატრების სცენებზე ბეიბეტოვი დგამდა ისეთ სპექტაკლებს როგორიცაა: ნიკოლაი პაგოდინის «ადამიანი თოფით», მიხეილ შოლოხოვის «აღორძინებული ყამირი», ნიკოლაი გოგოლის «მკვდარი სულები» , ედვარდ რაძინსკის «104 ფურცელი სიყვარულზე».[2] 1965 წელს ენვარ ბეიბეტოვს მიენიჭა რსფსრ სახალხო არტისტის წოდება,[2] გახდა პირველი აზერბაიჯანელი, ვინც ეს წოდება მიიღო[3]. 1966 წლიდან ენვერ ბეიბეტოვი იყო აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი რეჟისორი. 1968 წელს ამ თეატრის სცენაზე ბეიბეტოვმა დადგა ოპერა ცნობილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ გაჯიბეკოვის ოპერა «კიორგოლი».[2] 1969 წლიდან ენვერ ბეიბეტოვი იყო აზერბაიჯანის რუსული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. აქ მან დადგა «ექვსი ივლისი» (1970, მიხაილ შატროვი), «ადამიანი გვერდიდან» (1972, იგნატი დვორეცკი), «თავისი გზით» (1973, რუსტამ იბრაგიმოვის), «შენ თუ არ დაიწვები» (1974, ნაბი ხაზრი), «განვლილ ზაფხულს ჩულინსკში» (1975, ალექსანდრე ვამპილოვი), «ერთი შეკრების პროტოკოლი» (1976, ალექსანდრე გელმანი) და სხვ. სპექტაკლები.[2] 1978—93 წლებში - მოსკოვის სახელმწიფო კულტურის ინსტიტუტის[1] პედაგოგი. ენვერ ბეიბეტოვი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და «ღირსების ნიშნის» ორდენებით, ასევე მედლებით.[2]