ენაგეთის წითელი
ენაგეთის წითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
აღმოჩენილია სამეცნიერო ექსპედიციის მიერ გაველურებულ მდგომარეობაში და მას ენაგე-თის წითელი უწოდეს.
გავრცელებულია ქვემო ქართლის სოფელ ენაგეთში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, განივოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის. საშუალო სიკუმსისაა, იშვიათად თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, თითქმის შავი. რბილობი წვნიანია, წვენი სუსტადაა შეფერილი.
ენაგეთის წითელი ძლიერი ზრდისა და საკმაოდ უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის, ამ დროს მისი შაქრიანობა აღწევს 19.5-20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-8.8 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 117