ემუს ომი

ავსტრალიაში ჩატარებული წარუმატებელი სამხედრო ოპერაცია

ემუს ომი (ინგლ. Emu War), ასევე ცნობილია, როგორც ემუს დიდი ომი (ინგლ. Great Emu War)[1] და სირაქლემას ომიავსტრალიაში ჩატარებული წარუმატებელი სამხედრო ოპერაცია ველური ბუნების წინააღმდეგ, რომელიც 1932 წლის ბოლოს ჩატარდა. ოპერაციის მიზანი საზოგადოებრივი შეშფოთების შემცირება იყო, რომელიც კამპიონში, დასავლეთი ავსტრალიაში ემუს რაოდენობის ზრდით იყო გამოწვეული. ემუს პოპულაციის შემცირების წარუმატებელ მცდელობას, რომელიც ავსტრალიის მკვიდრი მსხვილი ფრინველია, ლევისის იარაღით აღჭურვილი ჯარისკაცები ცდილობდნენ, შედეგად მედიაში ამ ოპერაციას „ემუს ომი“ ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის შედეგად გარკვეული რაოდენობის ფრინველი დაიღუპა, ემუს პოპულაცია შენარჩუნდა და განაგრძო ავსტრალიელი ფერმერების მოსავლის განადგურება.

ემუს ომი

ადამიანი, ავსტრალიელი ჯარისკაცების მიერ მოკლული ემუთ ხელში
თარიღი 2 ნოემბერი10 დეკემბერი 1932
ადგილი კამპიონი, დასავლეთი ავსტრალია, ავსტრალია
მიზეზი ემუს დიდი რაოდენობა
მონაწილეები ემუ
ავსტრალიის სამეფო არტილერია, მაიორ ჯ.პ.ვ. მერედიტის მეთაურობით
შედეგი

მარცხი

  • ემუს პოპულაცია შენარჩუნდა

წინაისტორია

რედაქტირება
 
ნასვენი მიწა ემუს შემდეგ

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ბევრი ყოფილი ავსტრალიელი სამხედრო პირი, რამდენიმე ბრიტანელ ვეტერანთან ერთად, დასავლეთ ავსტრალიაში ფერმერობით დაკავდა, ხშირად მარგინალურ ადგილებში. 1929 წელს, დიდი დეპრესიის დაწყებისთანავე, ავსტრალიის მთავრობამ ფერმერებს ხორბლის მოსავლის გაზრდის მიზნით დახმარების პირობა დაუდო, თუმცა, მთავრობას დაპირებული სუბსიდია არ გაუწია. მიუხედავად რეკომენდაციებისა და დაპირებული სუბსიდიებისა, ხორბლის ფასები კვლავ ეცემოდა და 1932 წლის ოქტომბრისთვის სიტუაცია უფრო მწვავე გახდა: ფერმერები ემზადებოდნენ სეზონის მოსავლის ასაღებად, იმავდროულად ფერმერები იმუქრებოდნენ ხორბლის დატვირთვაზე უარის თქმით.[2]

ფერმერების წინაშე მდგარი სირთულეები კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 20 000 ემუ ჩამოვიდა ამ ტერიტორიებზე.[3] ემუ სეზონურად, რეგულარულად მიგრირებს კონტინენტის შიდა რეგიონებიდან სანაპირო რეგიონებში. დასავლელ ავსტრალიელი ფერმერების მიერ სუფთა მიწისა და დამატებით წყლის მიწოდების შედეგად, ემუსთვის დამუშავებული მიწები საცხოვრებლად საუკეთესო გარემო გამოდგა, შედეგად, მათ დაიწყეს ფერმის ტერიტორიაზე ჩასახლება, კერძოდ კი ქალაქ ჩენდლერისა და უალგულანის გარშემო.[2] ემუ მოსავლის მოხმარების გარდა მას აფუჭებდა, ასევე დიდად აზიანებდა ღობეებს, საიდანაც შესაძლებელი ხდებოდა კურდღლების შემოსევა, რაც დამატებით პრობლემებს იწვევდა.[4]

  1. Shuttlesworth, Dorothy Edwards (1967). The Wildlife of Australia and New Zealand. University of Michigan Press, გვ. 69. 
  2. 2.0 2.1 Johnson, Murray (2006). „'Feathered foes': soldier settlers and Western Australia's 'Emu War' of 1932“. Journal of Australian Studies (88): 147–157. ISSN 1444-3058.
  3. Gill, Frank B. (2007). Ornithology, 3rd, Macmillan, გვ. xxvi. 
  4. "Emu War" defended“. The Argus. 19 November 1932. p. 22.