ემილი ბრაუნინგი
ემილი ჯეინ ბრაუნინგი (ინგლ. Emily Jane Browning; დ. 7 დეკემბერი, 1988) — ავსტრალიელი კინომსახიობი და მომღერალი. მისი დებიუტი კინოში შედგა 1998 წელს ავსტრალიურ სატელევიზიო ფილმში „ქუხილის ექო“. მონაწილეობა აქვს აგრეთვე მიღებული ავსტრალიურ სერიალებში „ბლუ ჰილერები“ და „რაღაც ჰაერში“. 2002 წელს შეასრულა როლი ფილმში „გემი მოჩვენება“, რის შემდეგაც ცნობილი გახდა ფართო საზოგადოებისთვის. 2005 წელს ფილმში „ლემონი სნიკეტი: 33 უიღბლობა“ შესრულებული როლისთვის ავსტრალიის კინო ინსტიტუტმა მიანიჭა საერთაშორისო ჯილდო.[2] ბრაუნინგი აგრეთვე ცნობილია შესრულებული როლებით ფილმებში: „დაუპატიჟებელნი“ (2009), „აკრძალული ილეთი“ (2011) და „მძინარე მზეთუნახავი“ (2011).
ემილი ბრაუნინგი | |
---|---|
ემილი ბრაუნინგი 2011 წელს | |
დაბადების სახელი |
ემილი ჯეინ ბრაუნინგი Emily Jane Browning[1] |
დაბადების თარიღი |
7 დეკემბერი, 1988 მელბურნი, ავსტრალია |
მოქალაქეობა | ავსტრალია |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1998-დღემდე |
ემილი ბრაუნინგი ენდრიუ და შელი ბრაუნინგის შვილია. დაამთავრა ელთემის უმაღლესი სკოლა 2006 წელს. ჰყავს ორი უმცროსი ძმა, ნიკოლასი და მეთიუ. ავსტრალიის კინემატოგრაფიის ინსტიტუტისგან ორჯერ აქვს ჯილდო მიღებული ნომინაციაში, „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი“ და „საერთაშორისო კლასის საუკეთესო კინომსახიობი“, შესაბამისად, 2002 და 2005 წლებში.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1998 | ტფ | ქუხილის ექო | The Echo of Thunder | ოპალ რიჩი |
2001 | ფ | ადამიანი, რომელმაც ღმერთს უჩივლა | The Man Who Sued God | რებეკა მაიერსი |
2000-02 | ფ | ბლუ ჰილერები | Blue Heelers | ჰოლი ფალტონი |
2000-01 | ფ | რაღაც ჰაერში | Something in the Air | ალისა |
2002 | ფ | გემი მოჩვენება | Ghost Ship | კეტი ჰერვუდი |
2003 | ფ | ბნელდება | Darkness Falls | კეიტლინ გრინი ბავშვობაში |
2003 | ფ | კელის ბანდა | Ned Kelly | გრეის კელი |
2004 | ფ | ლემონი სნიკეტი: 33 უიღბლობა | Lemony Snicket's A Series of Unfortunate Events | ვაიოლეტ ბოდლერი |
2005 | ფ | უმწეო | Stranded | პენი |
2009 | ფ | დაუპატიჟებელნი | The Uninvited | ანა აივერსი |
2011 | ფ | აკრძალული ილეთი | Sucker Punch | თოჯინა |
2011 | ფ | მძინარე მზეთუნახავი | Sleeping Beauty | ლუსი |
2013 | ფ | მაგია მაგია | Magic Magic | სარა |
2013 | ფ | სტუმრები | The Host | ანი |
2013 | ფ | ზაფხული თებერვალში | Summer in February | ფლორენს კარტერ-ვუდი |
2013 | ფ | პლიუში | Plush | ჰეილი |
2014 | ფ | ღმერთო, დაეხმარე გოგონას | God Help the Girl | ევა |
2014 | ფ | პომპეი | Pompeii | კასია |
2015 | ფ | ლეგენდა | Legend | ფრანსის ში |
2017 | ფ | ოქროს გასასვლელები | Golden Exits | ნაომი |
2017–- | ს | ამერიკელი ღმერთები | American Gods | ლორა მუნი/ესი მაკგოუენი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ემილი ბრაუნინგი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ემილი ბრაუნინგი TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
- ემილი ბრაუნინგი — AllMovie
- ემილი ბრაუნინგი AllMusic-ზე
- ემილი ბრაუნინგი — Rotten Tomatoes
- ემილი ბრაუნინგი Box Office Mojo-ზე
- ემილი ბრაუნინგი – დისკოგრაფია საიტზე MusicBrainz
- ემილი ბრაუნინგი საიტზე Discogs
- ემილი ბრაუნინგი დაარქივებული 2013-08-25 საიტზე Wayback Machine. — Yahoo! Movies
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Emily Browning Biography. Celebritywonder. webarchive (9 მაისი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-09. ციტირების თარიღი: 2019-06-24.
- ↑ Lloyd-McDonald, Holly (1 თებერვალი, 2007). „Facing up to new role in fashion“. Herald Sun. Australia. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება)