სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ემზარ გელაშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ემზარ გელაშვილი (დ. 25 მარტი, 1962, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ველომბრბოლელი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. სსრკ ჩემპიონი (1980). არის მსოფლიო უნივერსიადის პრიზიორი (1983) და ევროპის თასის გათამაშების (1982) მეორე პრიზიორი, ოთხგზის მეორე და ოთხგზის მესამე პრიზიორი (1979–84). ემზარ გელაშვილი იყო მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი იუნიორებში (1980) და სსრკ ორგზის ჩემპიონი იუნიორებში (1979, 1980).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 98, თბილისი: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება