ემენტალი
ემენტალი (გერმ. Emmentaler) — ძროხის რძისგან დამზადებული ტრადიციული ყვითელი შვეიცარიული ყველი. ამზადებენ ემენტალის ხეობაში, ბერნის კანტონში, შვეიცარიაში. ნახევრად მყარია. თავი ყველი საშუალოდ იწონის 75 კგ-ს.[1] წერილობით წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1293 წელს. სახელწოდება წარმოსდგა მდინარე ემეს ხეობიდან. პირველად ემენტალის სახელწოდებით მოხსენიებულია 1542 წელს.[2] ემენტალი სხვადასხვა ქვეყნებში მზადდება, ვინაიდან სახელწოდება არ არის დარეგისტრირებული სავაჭრო მარკით. დამახასიათებელია პიკანტური, სანელებლიანი მოტკბო გემო; დამზადების განსაკუთრებული პროცესის გამო ახასიათებს მსხვილი ნახვრეტები. ზოგიერთ ქვეყანაში სწორედ მას უწოდებენ შცეიცარიულ ყველს.[3] დარეგისტრირებულია სახელწოდებით Emmentaler Switzerland.[4]
ემენტალი Emmentaler | |
---|---|
წარმოშობის ქვეყანა | შვეიცარია |
ქალაქი, რეგიონი | ბერნის კანტონი |
რძე | ძროხა |
პასტერიზებული | არატრადიციულად |
ტექსტურა | ნახევრად მყარი |
მომწიფების დრო | 2–18 თვე |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Emmentaler AOP - The king of Swiss cheeses. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-20. ციტირების თარიღი: 2021-01-24.
- ↑ John Wiley & Sons. Global Cheesemaking Technology: Cheese Quality and Characteristics. 2017
- ↑ Wie kommen die Löcher wirklich in den Käse?
- ↑ Mechanism and control of the eye formation in cheese