ელ-ტეპოცტეკო
ელ-ტეპოცტეკო (ესპ. El Tepozteco) — არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, მორელოსის შტატში. მოიცავს ალკოჰოლური სასმელის, პულკეს აცტეკური ღმერთის — ტეპოცეკატლის პატარა ტაძარს.[1]
ელ-ტეპოცტეკო | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
ქვეყანა | მექსიკა |
ადგილმდებარეობა | მორელოსის შტატი |
დეტალები
|
შუა პოსტკლასიკურ პერიოდში, სიერა-დე-ტეპოცტლანის ქედის ერთ-ერთ მწვერვალზე მრავალი ტერასა და პატარა პირამიდა აშენდა, რომლებიც კოლუმბამდელ ქალაქ ტეპოცტლანს გადაჰყურებდა. ტაძარი იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ პილიგრიმები მოიზიდა გვატემალიდანაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ტეპოცეკატლი ადგილობრივი კულტი იყო.[1][2]
აღწერა
რედაქტირებატაძარი ძეგლის დასავლეთ მხარედ მდებარეობს. შედგება 6,4 მ სიმაღლის პლატფორმისაგან, რომელიც 3,3 მ სიმაღლის საძირკველზეა დაშენებული. თუმცა, ტაძრის ამჟამინდელი ნაშთების სიმაღლე მხოლოდ 2,7 მეტრია.[1] ტაძარი ორი ოთახისგან შედგებოდა. პირველ ოთახამდე კიბეები მიდიოდა. ამ ოთახში აღოჩენილია სარდაფი, სადაც ნახშირისა და კოპალის კვალს მიაგნეს.[1][3]
შიდა პატარა ოთახს ორი სვეტი იჭერდა. სავარაუდოდ, ამ ოთახში ინახებოდა ტეპოცეკატლის პატარა სკულპტურა.[1][3]
ისტორიის მანძილზე, დაძარი რამდენიმეჯერ გადააკეთეს. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის დროს, დაუმატებიათ ქვის სკამები და ლავანგარდები. ერთ-ერთ ლავანგარდზე ამოკვეთილია ტონალპოუალის 20-დღიანი წმინდა კალენდარი.[1]
ძეგლის აღმოსავლეთ მხარეს აშენებულია ადგილობრივი ქურუმებისა და მათი დამხმარეთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ოთახები.[1]
ინტერპრეტაციები
რედაქტირებატაძრის ნანგრევებში აღმოჩენილია წარწერებიანი ორი ქვა. ერთ-ერთი ქვა აცეტეკების მერვე იმპერატორის, აჰუიცოტლის სახელს ატარებს და კალენდარულ თარიღად დატანილია „10 კურდღელი“. ეს თარიღი ახ. წ. 1502 წელს წარმოადგენს, წელს, როდესაც იმპერატორი გარდაიცვალა.[1] ეს საკითხი არქეოლოგებში დღემდე კამათს იწვევს; მათი ერთი ნაწილის აზრით, ეს ტაძრის აშენების თარიღია, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ქვები მოგვიანებით დაამატეს აცტეკთა იმპერატორის გარდაცვალების თარიღის უკვდავსაყოფად. ზოგიერთი გლიფი მოიცავს ზურმუხტის გვირგვინებსა და ისრის ფარებს, რის საფუძველზეც დგინდება, რომ ტაძრის ქვის სკამები აცტეკთა სამმაგი ალიანსის პერიოდში, ახ. წ. 1452 წელს აუშენებიათ, როდესაც ალიანსმა ტეპოცტლანი დაიპყრო.[1][4]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ელ-ტეპოცტეკო INAH-ზე დაარქივებული 2009-08-15 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)