ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელჩინ იაშარ ოღლუ აზიზოვი (აზერ. Elçin Yaşar oğlu Əzizov) — აზერბაიჯანელი საოპერო მომღერალი (ბარიტონი), დიდი თეატრის სოლისტი (2008 წლიდან). აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2018), პირველი აზერბაიჯანელი, რომელიც დიდი თეატრის სოლისტი გახდა.[1]

ელჩინ აზიზოვი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 13 აგვისტო, 1975(1975-08-13) (49 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
ელჩინ აზიზოვი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელჩინ აზიზოვი 1975 წელს ბაქოში დაიბადა.

1992 წლის 4 აპრილს, როცა აზიზი 16 წლის იყო მონაწილეობდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბში, რომელიც ბაქოში ჩატარდა. ჟიურის შემადგენლობაში იმყოფებოდა ანარ მამედხანოვი, გუნდ „ბაქოელი ბიჭების“ კაპიტანი. მას მოეწონა აზიზოვის გამოსვლა და თამაშის დასრულების შემდეგ იგი ელჩინთან მივიდა და უთხრა: „8 აპრილს ჩვენთან ერთად მოფრინავ მოსკოვში“. იმ წელს „ბაქოელი ბიჭები“ მანსანკანის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულები, ხოლო 1993 წელს ლიგის ფინალისტები გახდნენ. ისინი ბრძოლის დროს აღდარაში ჯარისჯაცებს ჰოსპიტალში კონცერტებს უმართავდნენ.

1993 წელს აზიზოვი აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიდა, რომელიც 1997 წელს „კინოს რეჟისორის“ სპეციალობით დაამთვარა. 90-იანი წლების ბოლოს მრავალ სარეკლამო რგოლშია გადაღებული. 2000 წელს გუნდი „ბაქოელი ბიჭები“, რომლის შემადგენლობაში ელჩინ აზიზოვიც იყო სუპერთასისა და „XX საუკუნის საუკეთესო გუნდის“ წოდების მფლობელი გახდა.[2]

 
აზიზოვი ჰეიდარ ალიევის ცენტრის სცენაზე, 2019 წლის 11 მაისი

2005 წლის აგვისტოში იგი შედის კონსერვატორია „მოცარტეუმის“ საზაფხულო აკადემიაში (ზალცბურგი, რიჩარდ მილერის კლასი), ხოლო 2006 – 2007 წლებში მეცადინეობდა ალესანდრო მიშაშთან. 2005 – 2007 წლებში სტაჟირებდა ბაქოს მუსიკალური აკადემიის საოპერო სტუდიაში, სადაც აზად ალიევის ხელმძღვანელობით მეცადინეობდა. 2007 წლიდან გალინა ვიშნევსკაიას საოპერო სიმღერის ცენტრის სტაჟიორი და სოლისტია (პედაგოგი ბადრი მაისურაძე), სადაც დებიუტი ჰქონდა ესკამილიოს პარტიით (ბიეზეს „კარმენი“). 2008 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო ჯგუფის წევრია. 2011 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებულებით ელჩინ აზიზოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.[3] 2018 წლის 27 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით ელჩინ აზიზოვს „აზერბაიჯანული კულტურის განვითარებაში შეტანილი დამსახურებისათვის“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.[4] ელჩინ აზიზოვი აგრეთვე გადაღებულია ფილმებში (აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში). ამ ყველაფერთან ერთად იგი რამდენიმე ფილმისა და თეატრალური დადგმის რეჟისორია. აზიზოვი იყო რუსული ტელეგადაცემა „რესპუბლიკის საგანძურის“ ჟიურის წევრი.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელჩინ_აზიზოვი“-დან