ელოიანის ლომისის ეკლესიის ნანგრევები
ელოიანის ლომისის ეკლესიის ნანგრევები — საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ელოიანის მიდამოებში, ლომისის ნასოფლარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ეკლესია აგებული იყო დიდი ზომის ფიქალით. კედლები შემორჩენილია ერთი მეტრის სიმაღლეზე, სამხრეთი კედელი მიწის პირზეა დასმული.
ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია ასევე სწორკუთხა სარკმელი. მისგან მარჯვნივ ნიშაა. შესასვლელის კვალი არ იკითხება. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 65–66. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.