ელმირა ჰუსეინოვა
ელმირა მეჰრალის ასული ჰუსეინოვა (აზერ. Elmira Hüseynova; 12 თებერვალი 1933 – 23 იანვარი 1995) — მოქანდაკე, აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვარი (1967).[1]
დაიბადა | 12 თებერვალი 1933 |
---|---|
დაბადების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
გარდაიცვალა | 23 იანვარი 1995 (61 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი |
ეროვნება | სსრკ, აზერბაიჯანი |
მომზადება |
აზიმ აზიმოვის სახელობის ბაქოს სამხატვრო სკოლა ი.რეპინის სახელობის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტი |
ჟანრი | ქანდაკება |
1954 წელს დაამთავრა აზიმ აზიმოვის სახელობის ბაქოს სამხატვრო სკოლა, ხოლო 1960 წელს - ი.რეპინის სახელობის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტი. მუშაობდა ქანდაკების საყოფაცხოვრებო და პორტრეტის ჟანრში.
1967 წელს ე.ჰუსეინოვას მიენიჭა აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვრის წოდება.
გარდაიცვალა 1995 წლის 23 იანვარს ქალაქ ბაქოში.
თეატრალური მოღვაწის, პოეტ სამედ მანსურის შვილიშვილია.
შემოქმედება
რედაქტირება„კოლმეურნე გოგონა“ (1957), „მუშა“ (1958), „ოჯახი“ (1960), „ჯაფარ ჯაბარლი“ (1968), „დედა“ (1970), „რასული რზა“ (1970) და სხვ.
ე. ჰუსეინოვას ნაწარმოებები გამოირჩევა პლასტიკური ფორმების ლაკონიურობითა და კომპოზიციის ორიგინალობით. იგი ასევე მუშაობდა მონუმენტური ქანდაკების დარგში (ჯაფარ ჯაბარლის ძეგლი სუმგაითში, 1966; ჰასან ბეკ ზარდაბის ძეგლი ბაქოში, 1983).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Elmira Məsimli. Elmira Hüseynova heykəltəraşlıq sənətinə böyük töhfələr verib. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 noyabr 2019.