ელისე თბილელი (საგინაშვილი) — XVII საუკუნის ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, თბილელი ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი დაახლ. 1628-1660 წლებში.

დაახლოებული იყო ქართლის მეფე როსტომთან (ზეობდა 1632–1658 წლებში) და დედოფალ მარიამთან. რუსეთის ელჩობის წევრის არსენი სუხანოვის მოწმობით, ელისე დედოფლის „სულიერი მამა“ იყო. მეფე-დედოფლის დახმარებით ელისემ განაახლა თბილისის სიონის ტაძარი (როსტომმა ტაძრისთვის მუდმივი შემოსავალიც განაჩინა). ელისეს მიეწერება ასევე 1657 წელს მცირე სამლოცველოს მიშენება სიონის ტაძრისათვის სამხრეთის მხრიდან. ის იყო ცნობილი კალიგრაფი და გადამწერი. 1652 წელს მეფის დავალებით მოლაპარაკებას მართავდა რუს დიპლომატ არსენი სუხანოვთან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.
  • ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1955.
  • ცინცაძე ი., ვასილ გაგარასა და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1965.