ელისაბედ ორბელიანი
ელისაბედ ორბელიანი (დ. 1871, თბილისი — გ. 1942, იქვე) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი. ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით „საზინდარი“. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (მამის მხრიდან) და ჭავჭავაძის (დედის მხრიდან) შთამომავალი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება პარიზში მიიღო. ერთხანს ცხოვრობდა იტალიასა და შვეიცარიაში. ლექსებს ფრანგულად წერდა. 1919-1920 წლებში რედაქტორობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგულ და ინგლისურენოვან გაზეთებს: „თავისუფალ საქართველოს“, „საქართველოს რესპუბლიკას“ (ორივე ფრანგულ ენაზე) და „საქართველოს მოამბეს“ (ინგლისურ ენაზე). ფრანგულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველ კლასიკოსთა პოეზია, კერძოდ, ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა შემოქმედება. 1918 ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიიწვია უნივერსიტეტში უცხო ენათა ლექტორად, კითხულობდა ფრანგული (1918) და ინგლისური (1921) ენების კურსს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლილუაშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 308.