ელისაბედ ბაგრატიონ-მუხრანელი
ელისაბედ ალექსანდრეს ასული ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 14 აპრილი 1880 — გ. 8 აპრილი 1915) — ქართველი დიდგვაროვანი მუხრანბატონების სახლიდან.[1][2]
ბიოგრაფია
რედაქტირებაელისაბედი (ლიზა) 1880 წლის 14 აპრილს დაიბადა სახელმწიფო მრჩევლის, კამერჰერისა და კავკასიის მეფისნაცვლის განსაკუთრებულ საქმეთა მოხელის — ალექსანდრე მიხეილის ძე ბაგრატიონ-მუხრანელის (1856-1935) და ნინო იოსების ასულ თარხან-მოურავის (1860-1934) ოჯახში. მისი სრულწლოვანებას მიღწეული და-ძმები იყვნენ მიხეილი, ანასტასია, გიორგი და კონსტანტინე.
1899 წლის 23 ოქტომბერს 19 წლის ელისაბედი დაქორწინდა სერგეი შერემეტევის შვილზე გრაფ ბორის შერემეტევზე (1871-1952) და შეეძინა 2 შვილი:
- სერგეი შერემეტევი (1900-1996) (დაიბადა თბილისში)
- ტატიანა შერემეტევა-ფაბერჟე (დაიბადა 1901 წელს თბილისში)
ელისაბედი შერემეტიევს დაშორდა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიდა. 1914 წლის 14 აპრილს ის დაქორწინდა მარკო მორიცო დე ლა როკაზე (1881-1945). მასთან შვილები არ ჰყავდა. ელისაბედი გარდაიცვალა ერთი წლის შემდეგ 1915 წლის 8 აპრილს. ის იყო ტატიანა ფაბერჟეს ბებია.