ელიზავეტინსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ელიზავეტინსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია აზოვის რაიონის სოფელ ელიზავეტინსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.
ელიზავეტინსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ელიზავეტინსკაია |
ფუნქციური სტატუსი | დანგრეული |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | კლასიციზმი |
თარიღდება | 1812-1824 |
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1938 წელს, ეკლესია დაანგრიეს. დღემდე შემორჩენილია მხოლოდ ეკლესიის საძირკველი.
ისტორია
რედაქტირებაგარე სურათები | |
---|---|
ღვთისმშობლის კვართის სამლოცველო | |
დანგრეული ეკლესიის ფუნდამენტი სამლოცველოს ახლოს |
თავდაპირველად სტანიცაში აქსაიდან გადმოტანილი ხის ეკლესია აღმართეს 1793 წელს. ხშირი წყალდიდობების შედეგად ეკლესია ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა და 1812 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალი სამსაკურთხევლიანი ეკლესიის მშენებლობას, რომელიც ღვთისმშობლის კვართის სახელზე შენდებოდა. ეკლესია შენდებოდა 12 წლის განმავლობაში.
ახალი ეკლესია ააგეს ქვისგან. ეკლესიას ჰქონდა სამრეკლო და სამი საკურთხეველი. მთავარი, ცენტრალური საკურთხეველი აკურთხეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის სახელზე, გვერდითი საკურთხევლები კი მოციქულების პეტრესა და პავლეს და დიდმოწამე პარასკევას სახელზე.
შიგნიდან და გარედან ეკლესია შელესეს, გადახურეს თუნუქის ფირფიტებით, მთელი სახურავი შეღებეს მწვანედ. ეკლესიის სამრეკლოზე ეკიდა რვა ზარი, ყველაზე დიდი ზარი იწონიდა 546 ფუთს[2].
ეკლესია დაანგრიეს 1938 წელს. დღემდე შემორჩენილია მხოლოდ ეკლესიის საძირკველი. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლის შემდეგ დანგრეული ეკლესიის საკურთხევლის ადგილზე[3] ააგეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის სახელობის სამლოცველო[4].