ელიზაბეთ ეკფორდი
ელიზაბეტ ეკფორდი (ინგლ. Elizabeth Eckford; დ. 4 ოქტომბერი, 1941) — ერთ-ერთი იმ ცხრა აფრო-ამერიკელი გოგოდან, რომლებიც პირველები ესწრებოდნენ გაკვეთილებს ლიტლ-როკი ცენტრალური სკოლაში, არკანზასში. გოგონათა ამ ჯგუფს „ლიტლ-როკის ცხრიანის“ სახელით მოიხსენიებდნენ. 1957 წლის 4 სექტემბრის დილას, არკანზასის ეროვნულმა გვარდიამ, ელიზაბეთს სკოლაში შესვლის ნება არ დართო. ეს კადრი დააფიქსირეს პრესის წარმომადგენლებმა. ჯონი ჯენკინსის მიერ აღბეჭდილ ფოტოსურათში, კარგად ჩანს შეშინებული ახალგაზრდა აფრო-ამერიკელი გოგონა, რომელსაც უკან განრისხებული თეთრკანიანების ბრბო მოჰყვება. ამ დღის შემაშფოთებელი მოვლენების ამსახველი ეს და სხვა ფოტოები, მედიაში ფართოდ გავრცელდა და მოიცვა ამერიკა და მთელი მსოფლიო.
ელიზაბეთ ეკფორდი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
4 სექტემბერი, 1941 ლიტლ-როკი, არკანზასი აშშ |
მოძრაობა | ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია |
ამ დღეს გადაღებული ყველაზე ცნობილი ფოტოსურათი ეკუთვნის გაზეთ „Arkansas Democrat“-ის ფოტოგრაფს უილ ქაუნთს. მისი სურათი ერთხმად აირჩიეს 1958 წელს პულიცერის პრემიის მისაღებად. თუმცა, რადგანაც ამ ისტორიის გამო „Arkansas Gazette“-ს უკვე ორჯერ ჰქონდა მინიჭებული პულიცერის პრემია, შემდეგი სხვა ფოტოგრაფი დაჯილდოვდა 2 წლის ვაშინგტონელი ბიჭუნას სურათისთვის. უილ ქაუნთსის მიერ ლიტლ-როკის სკოლაში ამავე დღეს გადაღებული სხვა სურათი, რომელზეც ალექს უილსონს (შავკანიანი რეპორტიორი) განრისხებული ბრბო სცემს, 1957 წელს არჩეულ იქნა „ახალი ამბების წლის საუკეთესო ფოტოსურათად“, პრესის ფოტოგრაფთა ეროვნული ასოციაციის მიერ. ქაუნთის ამ სურათმა უბიძგა პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერი, რათა გაეგზავნა ფედერალური ძალები ლიტლ-როკში.[1]
ისტორია
რედაქტირება1957 წლის 4 სექტემბერს, ეკფორდი და კიდევ რვა აფრო-ამერიკელი სტუდენტი („ლიტლ-როკის ცხრიანად“ წოდებული კავშირი), უშედეგოდ ეცადა ლიტლ-როკის ცენტრალურ სკოლაში შესვლას, რომელიც ამ დროისათვის უკვე მხოლოდ თეთრებისთვის იყო განკუთვნილი. 400 კაცისგან შემდგარმა ბრბომ, ეროვნულ დაცვის მეთაურობით ალყაშია მოაქცია სკოლა.[2]
თხუთმეტი წლის ეკფორდი ცდილობდა სკოლაში შესვლას, ხოლო დაცვის წევრი წინ ეღობებოდა და ხელს უშლიდა მიზნის განხორციელებაში. საბოლოოდ გოგონა დანებდა და ავტობუსის გაჩერებისაკენ გაემართა. გზად კი სეგრეგაციის მომხრე ბრბოს შეძახილები ესმოდა, რომლებიც ჩაქოლვით ემუქრებოდნენ.[2] როგორც კი გაჩერებას მიადგა, ტირილის შეკავება ვეღარ შეძლო. რეპორტიორი ბენჟამინ ფაინი, წარმოიდგინა გოგონას ადგილას საკუთარი 15 წლის ქალიშვილი, ეკფორდს გვერდზე დაუჯდა და უთხრა: „არ მისცე მათ შენი ცრემლების დანახვის უფლება“.[3] მალე მას დამცველად კიდევ ერთი თეთრკანიანი ქალბატონი, გრეის ლორჩი გამოუჩნდა, რომელმაც ავტობუსამდე მიაცილა.[4][5]
თავდაპირველი გეგმა, ჯგუფის ცხრავე წევრის სკოლაში ერთად მისვლას ითვალისწინებდა, მაგრამ როდესაც შეხვედრის ადგილი შეიცვალა ელიზაბეთს ტელეფონის არქონის გამო, ვერავინ შეატყობინა.[6] ინსტრუქციები გასცა აქტივისტმა დეიზი ბეიტსმა, რომ ყველანი მას დალოდებოდნენ და შემდეგ ერთად შესულიყვნენ უკანა შესასვლელიდან.[7] სწორედ ამ ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ელიზაბეთი პირველი მიადგა სკოლას წინა შესასვლელიდან, სრულიად მარტო. იმ დღეს შავ-თეთრი კაბა ეცვა და სახეს მზის სათვალე უფარავდა. ხელში სახელმძღვანელოებიც ეჭირა. სკოლისაკენ მიმავალი შეიარაღებული დაცვის და ხალხის ბრბოს გარემოცვაში აღმოჩნდა ისე, რომ ერთ შავკანიანსაც ვერ ხედავდა. ბრბო შედგებოდა ქალებისაგან, კაცებისაგან და ბავშვებისაგან, რომლებიც სხვადასხვა რასის წარმომადგენელთა თანაცხოვრების მოწინააღმდეგეები იყვნენ. თეთრკანიანი ბავშვები გაჰყვიროდნენ: „ორი, ოთხი, ექვსი, რვა, ძირს ინტეგრაცია“. ეკფორდი თავისი ცხოვრების ამ მომენტს შემდეგნაირად აღწერს:
„ვიდექი და სკოლას ვუყურებდი! — ის ისეთი დიდი ჩანდა. სწორედ ამ დროს დაცვამ თეთრკანიანი ბავშვები გაატარა. ყველა ჩუმად იყო. ალბათ ელოდებოდნენ რა მოხდებოდა. როდესაც მუხლებში ძალა მოვიკრიბე იმ დაცვისკენ გავემართე, რომელმაც სხვებს გავლის უფლება მისცა. არ განძრეულა. ვცადე ძალით გავსულიყავი, მაგრამ იარაღი ასწია. უკან გავტრიალდი და ახლა ბრბო გამოემართა ჩემკენ. უფრო და უფრო მიახლოვდებოდნენ. ვიღაცამ ყვირილი დაიწყო: „მოათრიეთ ამ ხის ძირში და სეირი ვაჩვენოთ მაგ ზანგს[8]“
|
1957 წლის 23 სექტემბერს, „ლიტლ-როკის ცხრიანი“ კვლავ მიადგა ცენტრალურ სკოლას და ელიზაბეთ ეკფორდი რვა სტუდენტ გოგონასთან ერთად, პოლიციელების თანხლებით შეუშვეს მთავარ შესასვლელში.[4]
მომდევნო წელს, მთელი ქალაქის უმაღლესი სკოლები დაიხურა, ამიტომ ეკფორდმა სწავლა აქ ვერ დაასრულა. მიუხედავად ამისა, ესწრებოდა ღამის კურსებს და მოაგროვა საკმარისი კრედიტები იმისათვის, რომ დიპლომი აეღო.[7] 1958 წელს, ეკფროდი და „ლიტლ-როკის ცხრიანის“ რვა დანარჩენი წევრიც, სპინგარნის მედლით დაჯილდოვდნენ, ფერადკანიანი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესების ეროვნული ასოციაციის მიერ. იმავე ჯილდო დაიმსახურა მის ბეიტსმაც.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Margolick, David (2011). Elizabeth and Hazel Two Women of Little Rock. New Haven: Yale University Press, გვ. 34–37, 47–51, 59–61, 80–82. ISBN 978-0-300-14193-1.
- ↑ 2.0 2.1 Margolick 2007
- ↑ Roberts და Klibanoff 2007
- ↑ 4.0 4.1 History 2012
- ↑ Beals 2007
- ↑ encyclopediaofarkansas 2012
- ↑ 7.0 7.1 Williams 2007
- ↑ Kasher, Steven. The Civil Rights Movement: A Photographic History, 1954-68. New York: Abbeville Press, 1996. Print.