ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი – მუზეუმი თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილი.
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი | |
---|---|
დაარსდა | 1976 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | თბილისი |
სტატუსი | სახელმწიფო |
ექსპონატი | 3292 |
კლასიფიკაცია | ხელოვნების |
დაარსდა 1976 წელს, ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის (1901—1975) ბინა-სახელოსნოს ბაზაზე (ლ. ქიაჩელის ქ. № 14), სადაც ის 1938–1975 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა.
მუზეუმში დაცულია ახვლედიანის ბინის ინტერიერი, მისი ტილოები, პასტელით შესრულებული სურათები, გრაფიკა, მხატვრის მიერ შეგროვებული ხალხური კერამამიკისა და ლითონის ჭურჭლის დიდი კოლექცია, ფოტომასალა (სულ 3 200-ზე მეტი ექსპონატი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ახვლედიანი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 625.