ელენა სტასოვა
ელენა დმიტრიევნა სტასოვა, (რუს. Еле́на Дми́триевна Ста́сова დ. 1873 — გ. 31 დეკემბერი, 1966) — რუსი საბჭოთა პოლიტიკოსი და პარტიული მოღვაწე, რევოლუციონერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1905-06 წლებში იყო ემიგრაციაში შვეიცარიაში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა რსდმპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის მუშაობასა და გაზეთ „პროლეტარიატის“ გამოცემაში. 1906 წლიდან იყო ფინეთში, სადაც დაკავებული იყო იარაღის, ფულისა და პარტიული მუშაკების საზღვარზე ტრანსპორტირების საკითხებით. 1907-12 წლებში იყო თბილისში რსდმპ(ბ)-ს წარმომადგენლად. 1919 წლიდან იყო კომინტერნის წევრი. 1920 წლის სექტემბრიდან პარტიის ცეკას კავკასიის ბიუროს წევრი. 1921-25 წლებში არალეგალურ სამუშაოზეა გერმანიის კომპარტიაში და ამავე დროს არის კომინტერნის ბერლინის ბიუროს წარმომადგენელი, 1927-37 წლებში იყო რევოლუციისთვის მებრძოლთა საერთაშორისო ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. 1935-43 წლებში კომინტერნის ინტერნაციონალური კონტროლის კომისიის წევრია. 1946 წელს გავიდა პენსიაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Barbara Evan Clements, Bolshevik Women, New York: Cambridge University Press, 1997