ელემენტარულ ხდომილობათა სივრცე

(გადამისამართდა გვერდიდან ელემენტარულ ხდომილებათა სივრცე)

ალბათობის თეორიაში ელემენტარულ ხდომილობათა სივრცე (იგივე ელემენტარულ ხდომილობათა სიმრავლე) ეწოდება სიმრავლეს, რომელიც შეიცავს ყველა ელემენტარულ ხდომილობას, ანუ ხდომილობებს, რომლებიც არ შეიძლება წარმოდგენ, როგორც სხვა ხდომილობების გაერთიანება. ელემენტარულ ხდომილობათა სიმრავლე ყველაზე ხშირად აღინიშნება, როგორც . ალტერნატიული აღნიშვნებია და (უნივერსალური სიმრავლე). ელემენტარულ ხდომილობათა სივრცე წარმოადგენს ალბათური სივრცის ერთ-ერთ კომპონენტს და გამოიყენება ცდას მათემატიკური მოდელირებისთვის.

მაგალითად, ჩვეულებრივი მონეტის აგდების ექსპერიმენტში ელემენტარულ ხდომილობათა სივრცე შედგება ორი ელემენტისგან: გერბი და საფასური. მისი შესაბამისი მათემატიკური ჩანაწერი იქნება: {„გერბი“,„საფასური“}. იგივენაირად, კამათლის გაგორების ექსპერიმენტში ელემეტარულ ხდომილობათა სივრცე შემდეგი იქნება: {1, 2, 3, 4, 5, 6}.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება