ელა იაგუბოვა (დ. 30 დეკემბერი, 1946, კიროვაბადი, ახლანდელი განჯა) — აზერბაიჯანელი თეატრისა და კინოს მსახიობი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2018), მინგეჩევირის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, აზერბაიჯანის თეატრის მუშაკთა კავშირის წევრი (1989).

ელა იაგუბოვა
დაბადების თარიღი 30 დეკემბერი, 1946
კიროვაბადი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ

ბიოგრაფია რედაქტირება

ელა იაგუბოვა დაიბადა 1946 წლის 30 დეკემბერს ქალაქ განჯაში. დაწყებითი განათლება ქალაქ განჯაში მიიღო, ხოლო საშუალო სკოლა ბაქოს №44 სკოლაში. 1963 წელს ჩაირიცხა ბაქოს კულტურული განათლების ტექნიკურ კოლეჯში, ხოლო 1966 წელს დამთავრების შემდეგ გაგზავნეს განჯის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა დრამატულ სპექტაკლებში. 1968 წელს დაინიშნა მინგეჩევირის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მან ითამაშა 300-ზე მეტი პერსონაჟი. მსახიობი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა მინგეჩევირის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ამჟამად მუშაობს თეატრში დაარსებულ ახალგაზრდა მსახიობთა სტუდიაში „უმიდ“ მასწავლებლად და ასწავლის სასცენო ლაპარაკს, სცენის ტექნიკას, სასცენო მოძრაობასა და აზერბაიჯანული თეატრის ისტორიას. ასევე მუშაობს რეგიონალურ ტელეარხ „ელზე“. იაგუბივას მიენიჭა პრეზიდენტის პრემია 2018 წლის 9 მაისს,[1] 2019 წლის 10 მაისს,[2] 2020 წლის 7 მაისს[3] და 2021 წლის 7 მაისს.[4] 2018 წლის 27 მაისს მიენიჭა აზერბაიჯანის სახალხო არტისტის საპატიო წოდება.[5]

სქოლიო რედაქტირება