ეკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარიX-XI საუკუნის ეკლესია საქართველოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში.

ეკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა სენაკის მუნიციპალიტეტი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული
თარიღდება XIII საუკუნე
დეტალები

სოფელ ეკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მთაზე მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო ანსამბლი, რომლის შუაში აღმართულია ეკლესია (IX-X სს) შიგნით ფრესკების ფრაგმენტებით. ეკლესია დარბაზულია. აქვს ნახევარწრიული აბსიდა და კამაროვანი გადახურვა. ტაძარი ორგანყოფილებიანია: დასავლეთი ნაწილი უფრო დაბალია, ვიდრე აღმოსავლეთი, აბსიდიანი. პირველი მეორისგან ორსვეტზე დაყრდნობილი კედლითაა გამოყოფილი. ტაძრის დასავლეთის ნაწილს გრძივ ღერძზე ორ-ორი ფართო, ხოლო დასავლეთის კედლის ღერძზე გაჭრილი ერთი სარკმელი აქვს. სარკმელთა პირები ორნამენტირებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა, რომლის პირი ასევე ორნამენტირებულია. ტაძრის ეს ნაწილი ადრეული ნაგებობაა (X-XI სს.). უფრო გვიანდელია მასზე მიშენებული მისი აღმოსავლეთი ნაწილი აბსიდითურთ. მას გრძივ კედლებსა და აბსიდის ღერძზე გაჭრილი თითო ვიწრო სარკმელი აქვს. საკურთხეველში დგას კირქვის ტრაპეზი, რომელზეც ჯვარია გამოსახული. ტაძარი მოხატული ყოფილა, რომლისგანაც მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7929