ეკატერინე II-ის ძეგლი (დონის ნახიჩევანი)

ეკატერინე II-ის ძეგლი (რუს. Памятник Екатерине II) — მონუმენტი, დაამონტაჟეს 1894 წელს ქალაქ დონის ნახიჩევანში (ამჟამად პროლეტარის რაიონი დონის როსტოვში). ძეგლის ავტორები იყვნენ სკულპტორები: მატვეი ათანასეს ძე და მატვეი მატვეის ძე ჩიჟოვები (მამა-შვილი)[1]. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეკატერინე II-ის ძეგლი მოიხსნა კვარცხლბეკიდან და მის ადგილზე დადგეს კარლ მარქსის ქანდაკება[2].

ეკატერინე II-ის ძეგლი
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი მატვეი ჩიჟოვი
გახსნის თარიღი 1892-1894

ეკატერინე II-ის ძეგლის თაობაზე პირველი იდეა წამოჭრა დონის ნახიჩევანის საქალაქო საკრებულოს საჯარო წარმომადგენელმა იაკობ ხლიტჩიევმა. იყო ვარაუდი, რომ ძეგლი დაიდგმებოდა 1879 წელს - ქალაქის 100 წლის თავზე. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებას თანხმობა განუცხადეს, მონუმენტის მშენებლობისთვის საკმარისი სახსრები არ იყო. ძეგლის დადგმის საკითხი კიდევ ერთხელ წამოჭრა 1883 წელს, ქალაქის მერმა, მინას ბალაბანოვმა. სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა კონკურსი რომელიც გამოავლენდა ძეგლის საუკეთესო პროექტს. 15 ნამუშევრიდან შეარჩიეს აკადემიკოსების, მატვეი ათაბასეს ძისა და მატვეი მატვეის ძის პროექტი. უკვე 1892 წელს ძეგლზე ყველა დეტალი და ტექსტი იდეალურად იყო შეთანხმებული. ბრინჯაოს ქანდაკება გადაიტანეს სანქტ-პეტერბურგიდან და დადგეს ნახიჩევანის რკინიგზის მახლობლად. 1894 წლის 18 სექტემბერს საკათედრო ტაძრის მოედანზე, შედგა ძეგლის საზეიმო გახსნის ცერემონია[1]. მოგვიანებით მოედანს შეუცვალეს სახელი და მას ეწოდა „ეკატერინინსკაია“. ძეგლის მშენებლობა დაჯდა 30 ათასი რუსული რუბლი[3].

1917 წელს ძეგლი მოხსნეს კვარცხლებიკად, მაგრამ 1918 წელს, მას შემედეგ, რაც გერმანელი ოკუპანტებისა[4] და თეთრგვარდიელების ჯარმა დაიკავა ქალაქი, ის დაუბრუნდა თავის ადგილს. 1920 წელს, საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ძეგლს ჩაუტარდა ხელახალი დემონტაჟი და ის გააგზავნეს გადასადნობად ქარხანაში „წითელი აკსაი“. იმ ადგილზე, რომელზეც ადრე ეკატერინე II-ის ძეგლი იდგა, 1925 წელს დადგეს კარლ მარქსის ქანდაკება. ეს ქანდაკება გაანადგურეს ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამჟამად ამ ადგილას კვლავ დგას კარლ მარქსის ძეგლი, რომელიც აქ 1959 წელს დადგეს[5].

1990-იანი წლების ბოლოს ადგილობრივი სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა წამოჭრეს საკითხი, დაებრუნებინათ ეკატერინე II-ის ძეგლი ძველ ადგილას, მაგრამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. კარლ მარქსის ძეგლის გადატანა და აქ ეკატერინე II-ის ძეგლის დაბრუნების საკითხი კვლავ წამოიჭრა 2005 წელს, მას შემდეგ, რაც როსტოვში გადააადგილეს კიროვის ძეგლი[6]. 2009 წლის პროექტის თანახმად, ძეგლის აღდგენა უნდა დამჯდარიყო 11 მილიონი რუსული რუბლი[7]. სომხეთის მოსახლეობა მზად იყო მთელი ხარჯი საკუთარ თავზე აეღო, მაგრამ ზოგიერთმა მოსახლემ გამოთქვა პროტესტი კარლ მარქსის ძეგლის გადატანაზე და აქ ეკატერინე მეორის ძეგლი დაბრუნებაზე[8], ამიტომ ეკატერინე II-ის ძეგლის გადატანის საკითხი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა[9].

ეკატერინე II-ის ბრინჯაოს ქანდაკება იდგა გრანიტის კვარცხლბეკზე. მისი სახე მიმართული იყო დასავლეთისკენ. მარცხენა ხელში მას ეკავა დიპლომი ხოლო მარჯვენა ხელით ის მიანიშნებდა ქალაქის კვარტლებზე. კვარცხლბეკის პირისახის მხარეს იყო წარწერა: „იმპერატრიცა ეკატერინე II-ს მადლიერი სომხებისგან“. კვარცხლბეკის საპირისპირო მხარე გვიყვება ძეგლის აშენების პერიოდზე. ჩიჟოვმა ეკატერინე II-ის ძეგლი ააგო მ. მიკეშინის ესკიზის მიხედვით[1]. კვარცხლები ააგეს იტალიელი ს. ტონიტოს ფირმის მიერ[10].

  1. 1.0 1.1 1.2 Кукушин B. C. Разрушенные шедевры // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.
  2. Сергей Петрович, Маркса разведут с Екатериной // Ростов Официальный. — 2006. — № 12 (591).
  3. Александр Шаповалов, Меняем Маркса на Катьку?, Ростов официальный, 200, 34 (561). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2017-02-04.
  4. Смирнов В., Летопись Ростова-на-Дону — Ростов-на-Дону: ЗАО "Книга", 1912. — С. 145.
  5. Андрианов В. И., Терещенко А. Г. Памятники Дона. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1981. — С. 92.
  6. Елена Мухина Маркс поменяет прописку? // Ростов официальный. — 2006. — № 31 (558).
  7. Памятник Екатерине II заменит Карла Маркса в Ростове к сентябрю 2010 года. РИА Новости (2009-01-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-22. ციტირების თარიღი: 2013-08-13.
  8. Юлия Банишевская. (2006-02-16) Самые нелепые памятники Ростова. Комсомольская правда. ციტირების თარიღი: 2013-08-04.
  9. Место памятника Карлу Марксу в Ростове может занять скульптура Екатерины. vesti.ru (2011-08-11). ციტირების თარიღი: 2013-08-13.
  10. Илона Кувалдина. Война бронзовых немцев. Официальный портал городской Думы и Администрации города. ციტირების თარიღი: 2013-08-13.