ეკატერინე მწითურიძე
ეკატერინე მწითურიძე (რუს. Екатерина Акакиевна Мцитуридзе; დ. 10 იანვარი 1972, თბილისი, საქართველოს სსრ) — რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი, კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი. ჟურნალ „Variety Russia-ის“ მთავარი რედაქტორი. 2011–2020 წლებში „როსკინოს“ გენერალური დირექტორი. „პირველი არხის“ კინოექსპერტი. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო მედია ფორუმის კონცეფციის ავტორი და გენერალური პროდიუსერი.[1]
ეკატერინე მწითურიძე | |
---|---|
ეკატერინე მწითურიძე | |
დაბადების თარიღი |
10 იანვარი, 1972 თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა |
ტელეწამყვანი კინომცოდნე კინოკრიტიკოსი |
არის რუსეთის ფედერაციის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, რუსეთისა და საერთაშორისო ჟურნალისტთა კავშირისა და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის წევრი; რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და კინომცოდნეობის ფაკულტეტი. არის ისტორიულ მეცნიერებათა მაგისტრი. 1994 წლიდან ცხოვრობს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Приветствие генерального продюсера СПММФ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-27. ციტირების თარიღი: 2016-10-31.
- ↑ Мцитуридзе Екатерина Акакиевна