ეკატერინბურგის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი

ეკატერინბურგის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი (რუს. Храм в честь Всемилостивого Спаса) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში. ტაძარი შენდებოდა 1872-1876 წლებში.

ეკატერინბურგის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი
ეკატერინბურგის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი — რუსეთი
ეკატერინბურგის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°44′33″ ჩ. გ. 60°36′44″ ა. გ. / 56.74250° ჩ. გ. 60.61222° ა. გ. / 56.74250; 60.61222
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია სვერდლოვსკის ოლქი
ადგილმდებარეობა ეკატერინბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6600091000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას. შედის ნოვო-ტიხვინის დედათა მონასტრის შემადგენლობაში.

1809 წლის 31 დეკემბერს ალექსანდრე I-ის ბრძანებით ეკატერინბურგის გარეუბანში ჩამოყალიბდა ნოვო-ტიხვინის მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარიც გახდა ტატიანა მიტროფანოვა-კოსტრომინა (ცნობილი იყო სახელით ტაისია)[1]. სავანე მალევე გახდა მსხვილი მონასტერი - 1819 წელს იგი მოითვლიდა 135 მონაზონს[1]. მონასტრის ტიპიკონი დაამტკიცეს 1822 წელს, სავანემ მიიღო პრივილეგია, რომ წინამძღვარი აერჩიათ თავიანნთი რიგებიდან[1]. ეს მართლაც პრივილეგია იყო, რადგან ამ პერიოდში წინამძღვარი ზემოდან ინიშნებოდა. მონასტრის ზომებზე კარგად მოგვითხრობს 1819 წლის გეგმა, საიდანაც ჩანს, რომ მართკუთხა ნაკვეთზე განლაგებული იყო ხუთი კელია, სამეურნეო ნაგებობა და ასევე ორი ეკლესია[2]. მონასტრის ტერიტორია იყოფოდა სამ ნაწილად: სამხრეთის (საყოფაცხოვრებო ეზო და ბაღი), ცენტრალური (საცხოვრებელი შენობები და ეკლესიები) და ჩრდილოეთისა (სასაფლაო)[2].

XIX საუკუნის შუა წლებში ნოვო-ტიხვინის მონასტერი ერთ-ერთი უმსხვილესი გახდა ურალში. შესაბამისად გაიზარდა მონასტრის მეურნეობაც.

1872 წელს მონასტრის მიერ მიღებულ მიწაზე დაიწყეს და 1876 წელს აკურთხეს ხელთუქმნელი ხატის ტაძარი, რომლის ჩრდილოეთი ეგვტერი აკურთხეს დიდმოწამე პარასკევას სახელზე 1878 წლის 11 ივნისს, ხოლო სამრეთისა მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე 1880 წლის 15 ივნისს.

საბჭოთა პერიოდი

რედაქტირება

მონასტრის დახურვის შემდეგ 1921 წელს ტაძარი კვლავ სამრევლო გახდა. მეურნეობა მთლიანად მოიშალა, ჩამოართვეს მიწა, რომელზეც განათავსეს კოლმეურნეობა. 1922 წელს ტაძრიდან დაიტაცეს ძვირფასი ჭურჭელი, მაგრამ ტაძარი მაინც განაგრძობდა ფუნქციონირებას. საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი 1938 წელს დახურა, ხოლო მისი შენობა გადაეცა მაუდ-კამვოლის კომბინატსა და საწყობს[3]. ტაძრის შენობაში გაჩნდა სამი ხანძარი და 1988 წლისთვის იმყოფებოდა ავარიულ მდგომარეობაში[4].

ტაძრის აღორძინება

რედაქტირება

ხელმეორედ გახსნის წინ, 1989 წელს იმყოფებოდა ნახევრადდანგრეულ მდგომარეობაში. ხელთუქმნელი ხატის ტაძარი ეკატერინბურგის ტაძრებიდან პირველი იყო, რომელიც დაუბრუნდა მართლმადიდებელ ეკლესიას[5].

2000 წელს ტურინსკში აღმოაჩინეს ვასილისკ ციმბირელის ცხედარი. იგი გადაიტანეს ხელთუქმნელი ხატის ტაძარში. 2004 წელს ვასილისკ ციმბირელი წმინდანად შერაცხეს[6].

  1. 1.0 1.1 1.2 Летопись монастыря. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-17. ციტირების თარიღი: 2018-06-03.
  2. 2.0 2.1 Голобородский М. В. Формирование и развитие композиции Ново-Тихвинского монастыря // Академический вестник УралНИИпроект РААСН. — 2010. — № 4. — С. 69—70.
  3. Храм во имя Всемилостивого Спаса. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-05. ციტირების თარიღი: 2018-06-03.
  4. Храм во имя Всемилостивого Спаса. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-05. ციტირების თარიღი: 2018-06-03.
  5. Православная Газета. Завершая пребывание на уральской земле, епископ Троицкий Панкратий посетил спасский храм Екатеринбурга.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2018-06-03.
  6. Православная Газета. 14 августа Спасский храм Екатеринбурга встретит престольный праздник.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-25. ციტირების თარიღი: 2018-06-03.