ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეივბერის დალაქი, (ინგლ. Barber surgeon of Avebury) — შუასაუკუნეების ბრიტანეთის ნახევრად ლეგენდარული პიროვნება, რომელიც დაკავშირებულია წინაისტორიულ ძეგლ ეივბერთან ინგლისის უილტშირის საგრაფოში.

აღდგენილი ქვა, რომლის ქვეშ აღმოჩენილნი იქნენ დალაქის ძვლები.

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, XIV საუკუნეში ღვთისმოშიში მოგზაური ადგილობრივ ქრისტიანულ მოსახლეობას ეხმარებოდა კერპთაყვნისმცემლური მენგირების დანგრევაში. ერთ-ერთი მენგირის ამოთხრის მცდელობისას, ქვა გადატრიალდა და მოგზაური მის ქვეშ მოიყოლია.

1938 წელს არქეოლოგმა ალექსანდრე კეილერმა მენგირი აწია და მის ქვეშ ადამიანის ძვლები აღმოაჩინა. ძვლებთან ერთად აღმოჩენილი იქნა ასევე რამდენიმე მონეტა, მაკრატელი და რკინის ჯოხი. აქედან გამომდინარე დადგინდა, რომ გარდაცვლილი პროფესიით დალაქი იყო. (შუა საუკუნეებში დალაქის პროფესია გარდა პარიკმახერული ხელობისა, ასევე მოიცავდა სამედიცინო დარგების ნაწილებს, მათ შორის მარტივ ქირურგიულ ოპერაციებსაც. სწორედ ამიტომ ინგლისურ ენაში ეს ტერმინი ამგვარია — barber surgeon, დალაქი-ქირურგი).

კეილერმა ძვლები სამეფო ქირურგიული კოლეჯის კურატორს გადასცა. 1998 წლამდე ითვლებოდა, რომ ძვლები მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკარგა, თუმცა 1998 წელს ისინი მუზეუმის საცავებში აღმოაჩინეს და ხელმეორედ შეისწავლეს.

თავის ქალაზე აღმოჩენილი იქნა სერიოზული ტრავმის ნიშან-კვალი, რომელსაც სამედიცინო დამუშავების კვალი ეტყობოდა. აქედან გამომდინარე მეცნიერების მოსაზრებით დალაქი ქვის ქვეშ დარკძალული უნდა ყოფილიყო და ქვის მიერ მის მოკვლის ვარაუდი გამოირიცხა.

დამატებითი რესურსები

რედაქტირება