ეთერ გიორგიძე
ეთერ გიორგის ასული გიორგიძე (დ. 14 მაისი, 1919, თბილისი — გ. 27 ივლისი, 2009, იქვე) — ქართველი ინჟინერ–მექანიკოსი, პროფესორი (1972).
ბიოგრაფია
რედაქტირება1941 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი. 1941–1943 წლებში მუშაობდა ზაჰესში. 1945 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ლითონმცოდნეობისა და ლითონთა ტექნოლოგიის კათედრაზე; 1984–2005 წლებში იყო ამავე კათედრის კონსულტანტი.
1998 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 33.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ეთერ გიორგიძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- 111352%20 — საქართველოს საკანონმდებლო მაცნე[მკვდარი ბმული]