ეთგარ კერეთი
ეთგარ კერეთი (ებრ: אתגר קרת; დ. 20 აგვისტო, 1967) — ისრაელელი მწერალი. ცნობილია მოთხრობებით, გრაფიკული რომანებითა და ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების სცენარებით.
ეთგარ კერეთი | |
---|---|
სრული სახელი | אתגר קרת |
დაბადების თარიღი | 20 აგვისტო, 1967 |
დაბადების ადგილი | რამათ-განი, ისრაელი |
საქმიანობა | მწერალი |
ენა | ებრაული ენა |
ეროვნება | ისრაელელი/ პოლონელი |
მოქალაქეობა |
ისრაელი[1] პოლონეთი |
ალმა-მატერი |
ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტი თელ-ავივის უნივერსიტეტი |
ჟანრი | მოთხრობა, გრაფიკული რომანი, სცენარი |
Magnum opus | Kneller's Happy Campers |
ჯილდოები | ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, Sapir Prize for Literature, Newman Prize, Prime Minister's Prize for Hebrew Literary Works და Jewish Quarterly-Wingate Prize |
მეუღლე | შირა გეფენი |
შვილ(ებ)ი | Lev Keret |
ხელმოწერა | |
საიტი | etgarkeret.com |
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაკერეთი 1967 წლის 20 აგვისტოს რამათ-განში დაიბადა.[2] მისი მშობლები პოლონეთიდან არიან, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ და ისრაელში დასახლდნენ.[3][4] აქვს ისრაელის და პოლონეთის მოქალაქეობა. სწავლობდა ოჰელ შემის უმაღლეს სკოლაში, შემდეგ კი თელ-ავივის უნივერსიტეტში. ცხოვრობს თელ-ავივში ცოლთან, შირა გეფენთან და ვაჟთან ერთად. ასწავლის ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტსა და თელ-ავივის უნივერსიტეტში.
ლიტერატურული კარიერა
რედაქტირებაკერეთის მოთხრობების ოთხივე კრებული ისრაელში ბესტსელერი იყო, 17 ენაზე ითარგმნა და ევროპის ყველაზე პატარა წიგნის მაღაზიაშიც კი იყიდება. ეთგარის თითქმის ყველა მოთხრობაზე ფილმია გადაღებული და როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ის კაცობრიობის ისტორიაში იმ ავტორად შევა, რომლის ყველაზე მეტი ნაწარმოების ეკრანიზება განახორციელეს. მისი მოთხრობები თელ-ავივის სკოლებშიც ისწავლება, თუმცა მათი სასკოლო პროგრამებში შეტანა დღემდე განსჯის საგანია.
კერეთს ბინძური ლექსიკის, ძალადობის, ჟარგონისა და სექსის „ბოროტად“ გამოყენებისათვის აკრიტიკებენ. ბევრი ჰედონისტს, ნიჰილისტსა და ანტისიონისტს ეძახის. სწავლობდა ფიზიკას, მათემატიკასა და კომპიუტერულ პროგრამირებას. მისი ძმა ერთადერთი ადამიანი ყოფილა ისრაელის ისტორიაში, ვინც ჯარში კერპთაყვანისმცემლობისთვის გაასამართლეს. ჯარში მსახურობისას „ცუდ ჯარისკაცად“ მიიჩნევდნენ და 8 დანაყოფი გამოიცვალა.
წერა ჯარში ყოფნისას, მისი მეგობრის თვითმკვლელობის შემდეგ დაიწყო. ავტორს ყველაზე მეტად მისი პირველი მოთხრობა „მილები“ უყვარს, რომელიც ჯარში 40 საათიანი მორიგეობის დროს დაწერა. მის პირველ წიგნს (მოთხრობების კრებულს) კარგი რეცენზიები მოჰყვა, მაგრამ ცოტა გაიყიდა (800; მეორე წიგნი - 80 000).
მეორე კრებულმა – „იძებნება კისინჯერი“ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. კრებულში 50 პატარა მოთხრობა შედიოდა. ამ კრებულზე მუშაობისას ფრანც კაფკას შემოქმედებამ იქონია დიდი გავლენა. მისი მოთხრობა „Siren“ საატესტატო გამოცდებში ლიტერატურის გამოცდაში სავალდებულო საკითავშია შესული.
თანაავტორობით დაწერილი აქვს რამდენიმე კომიკური წიგნი. მისი მოთხრობები ინგლისურ ენაზე თარგმნისას გრაფიკულ ნოველებად გამოსცეს. დაწერილი აქვს საბავშვო წიგნიც. მწერლის ყველაზე წარმატებული კრებულები „ნებროთმა გარეკა“ (2006) და „უეცრად კარზე აკაკუნებენ“ (2012) გამოდგა, რის შემდეგაც კერეთმა პირველი არამხატვრული წიგნი –„შვიდი კარგი წელიწადი“ – გამოსცა.
2016 წელს მწერალი თბილისს ეწვია.
ავტორი არ არის მორალისტი მწერალი. ის უბრალოდ წერს ებრაელებსა და პალესტინელებზე. წერს ყოველდღიური ენით, სლენგებითა და დიალექტებით. ხშირად მისი მოთხრობები სიურრეალისტურია.
ალტერნატიულ თეატრალურ ფესტივალზე Akko პირველი პრიზი მოიპოვა. 2006 წლის კანის კინოფესტივალის „ოქროს კამერის“ მფლობელი. არის საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის მედლის მფლობელი, ჩარლზ ბრონფმენის პრიზის მფლობელი (2016).
ნაშრომები და ფილმები, რომელბმაც კერეთზე გავლენა მოახდინა: სასკლაო ნომერი 5 (ვონეგუტი), მეტამორფოზები (კაფკა), ხმაური და მძვინვარება (უილიამ ფოლკნერი), მილერის გზაჯვარედინი (კოენები), თორმეტი მაიმუნი (გილიამი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Etgar Keret - official website
- ეთგარ კერეთი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მთარგმნელის ინტერვიუ მწერალთან - ინდიგო
- მიზიდულობა - მოთხრობა (ქართული თარგმანი)
- Institute for Translation of Hebrew Literature - bio and list of works
- Israel Cultural Excellence Foundation - bio and press reviews
- Meakin Armstrong interviews Etgar Keret in Guernica (magazine), [August, 2015)
- Interview, The Observer, February 13, 2005.
- interview დაარქივებული 2020-07-03 საიტზე Wayback Machine. The Believer (April 2006).
- A Conversation With Etgar Keret by George Saunders at the 2007 PEN World Voices Festival, Script
- A Conversation With Etgar Keret by George Saunders დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. at the 2007 PEN World Voices Festival, Audio
- Interview CBC (May 2008)
- Interview, Tikkun magazine (September/October 2005).
- Conversation with Etgar Keret, Pandalous
- WWB Interviews Etgar Keret on Tradition, Translation, and Alien Toasters, Words Without Borders
- Suddenly: An Interview with Etgar Keret, Rain Taxi (Summer 2012)
- "Second Chance" - a short story, Guernica Magazine (January 2010)
- "The Nimrod Flip Out" დაარქივებული 2017-07-03 საიტზე Wayback Machine. - a short story, Zoetrope: All-Story (Summer 2004)
- "One Hundred Percent" - a short story, LA Weekly (March 2007)
- Etgar Keret reads "Hat Trick"[მკვდარი ბმული] from The Girl on the Fridge, PEN American Center (2008)
- Myth Milk by: Etgar Keret დაარქივებული 2020-07-04 საიტზე Wayback Machine. from The Girl on the Fridge, PEN American Center
- "An Exclusive" - a short story, LA Weekly (September 2007)
- "Freeze" - a short story, LA Weekly (January 2008)
- Etgar Keret at Bamah Hadashah - selected works (in Hebrew)
- Magic & childhood - Three tales of innocence from Israel
- Stupor in Our Times დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. - article on Israeli politics by Keret, originally published in The New York Times (March 2006), via PEN American Center.
- The Incursion of Politics into the Private Sphere Article by Lewis Gropp about Keret's joint project with Samir El-Youssef, Qantara.de (August 2006)
- Review of The Nimrod Flipout - By Michael Lukas, Tikkun magazine
- Translating Monsters into Songbirds: the Stories of Etgar Keret დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. - By James Warner, Identity Theory
- Wristcutters: A Love Story, official website of the film.
- Glue, official website of the film.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bibliothèque nationale de France Record #13574567h // BnF catalogue général — Paris: BnF.
- ↑ (1 September 1996) Israel: a traveler's literary companion. Whereabouts Press, გვ. 233. ISBN 978-1-883513-03-0. ციტირების თარიღი: 20 September 2011.
- ↑ Jaggi, Maya (17 March 2007). „Life at a louder volume“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 20 September 2011.
- ↑ Rovner, Adam. Interviews Etgar Keret on Tradition, Translation, and Alien Toasters. ციტირების თარიღი: 18 January 2019.