ევნოცია (Eunotia) — დიატომეების (კაჟოვანი წყალმცენარის) გვარი პრიმიტიულნაჭდევიანთა ქვერიგისა. უჯრედები ერთეულია ან შეერთებულია ლენტისებრ კოლონიებში. თავისუფლად ცხოვრობს ან მიმაგრებულია სუბსტრატზე. მტკნარი წყლის სახეობებია, გვხვდება კირით ღარიბ წყლებში, ხავსებს შორის, ნესტიან კლდეებზე; დამახასიათებელია მთის წყალსატევებისათვის. საქართველოში ცნობილია 34 სახეობა და სახესხვაობა.

ლიტერატურა

რედაქტირება