ევგენი ტორჩინოვი (რუს. Евгений Алексеевич Торчинов) (22 აგვისტო, 195612 ივლისი, 2003) – რუსი სინოლოგი, ბუდისტი სწავლული, პროფესორი და მთარგმნელი. ცნობილია, როგორც ანტიკური ჩინური რელიგიის გამოჩენილი მკვლევარი და ფილოსოფოსი. ავტორია და თარგმნა უამრავი კლასიკური ჩინური ტექსტი (განსაკუთრებით ბუდისტური და ტაოისტური) რუსულად. სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააფუძნა აღმოსავლური ფილოსოფიისა და კულტურის კათედრა.

ევგენი ტორჩინოვი 2002 წელს

ადრეული წლები და კარიერა

რედაქტირება

ევგენი ტორჩიოვი 1956 წლის 22 აგვისტოს, სსრკ-ის ქალაქ ორჯონიკიძეში დაიბადა. მალე მისი ოჯახი სარატოვში გადასახლდა. 1973 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ, ტორჩინოვმა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც მან მთავარ სპეციალობად ჩინური ფილოლოგია აირჩია. 1978 წელს, რელიგიისა და ათეიზმის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ფილოსოფიის დოქტორის კანდიდატი გახდა, სადაც 1981-1984 წლებში მკვლევარ წევრად მუშაობდა. 1984 წლიდან 1994 წლამდე სანქ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური მეცნიერებათა აღმოსავლური კვლევების ინსტიტუტში მკვლევრად მუშაობდა.

1994 წელს ტორჩინოვმა მისი მეორე სადოქტორო დისერტაცია: „ტაოიზმი: ისტორიულ-რელიგიური აღწერის მცდელობა“. 1998 წელს სინოლოგი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის ფილოსოფიისა და რელიგიურ კვლევათა კათედრის ხელმძღვანელი გახდა, ხოლო 1999 წელს აღმოსავლური ფილოსოფიისა და კულტურების კათედრა შექმნა და თავადვე ხელმძღვანელობდა.

1975 წლიდან ტორჩინოვმა საკუთარი თავი ბუდისტად მიიჩნია. იყო რუსეთის ოფიციალური წარმომადგენნელი და სანქ-პეტერბურგის ბუდისტური ასოციაციის FO GUAN (ბუდას სინათლე) პრეზიდენტი.

ტორჩინოვი მუშაობდა სასკაჩევანის უნივერსიტეტის (კანადა) მოწვეულ პროფესორადაც.

გარდაიცვალა 2003 წლის 12 ივლისს სანქტ-პეტერბურგში.

აკადემიური მოღვაწეობა

რედაქტირება

ტორჩინოვს დიდი წვლილი მიუძღვის ტაოიზმის კვლევასა და კლასიკური ტაოისტური ტრაქტატების თარგმნაში. თავის სადოქტორო თეზისში მან დეტალურად მიმოიხილა ტაოიზმი, მისი ისტორია, სკოლები და კონცეფციები, რომელიც ჩინურ წყაროებსა და გლობალურ სინოლოგიაზე დაფუძნებით შექმნა. მოგვიანებით, მან არა-სპეციალისტთათვის მონოგრაფიაც გამოაქვეყნა. ტორჩინოვმა ბუდიზმის მრავალწლიანი კვლევის შედეგები თავის აკადემიურ ნაშრომში, Introduction To Budhology გამოაქვყენა. სინოლოგის აკადემიური ინტერსები ფოკუსირდებოდა მაჰაიანასა და შორეული აღმოსავლეთის ბუდიზმზე. მან თარგმნა არაერთი ჩინური და ძველი ჩინური ბუდისტური ნაშრომი რუსულად, მათ შორის The Treatise On Evocation of Trust in Mahajana.

ტორჩინოვს ეკუთვნის შედარებითი მეთოდით გამოკვლეული რელიგიურ სწავლებათა არაერთი ნაშრომი. ზოგიერთი ნაშრომი ეხება კაბალას.

რჩეული ნაშრომები

რედაქტირება

მონოგრაფიები და წიგნები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Torchinov's website (in Russian) [1]
  • Website, dedicated to memory of Torchinov (in Russian) [2] დაარქივებული 2012-04-18 საიტზე Wayback Machine.
  • Academic legacy of Torchinov, by E.Kiy (in Russian) [3]
  • Torchinov's bibliography, by E.Kiy (in Russian) [4].
  • Torchinov's page on Russian Anthropology website (in Russian) [5]
  • Torchinov's page at the (in Russian) at St. Petersburg State University website [6]
  • Torchinov's Readings Conference (in Russian) [7]