ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ევგენი სავჩენკო (რუს. Евге́ний Степа́нович Са́вченко; დ. 8 აპრილი, 1950, სოფ. წითელი იარუგა, კურსკის ოლქი, რსფსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი 1993 წლის 18 დეკემბრიდან. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. პარტია ერთიანი რუსეთის უმაღლესი საბჭოს წევრი.[1]

ევგენი სავჩენკო

დღესდღეობით, რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელთა შორის, ყველაზე დიდხანს უკავია თავისი თანამდებობა (24 წელიწადზე მეტი, 6 ვადა გადაბმულად).[2]

გუბერნატორობა

რედაქტირება

პირველ ვადაზე დანიშვნა (1993-1995)

რედაქტირება

1993 წლის 11 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს დაშლის შემდეგ, პრეზიდენტმა ბორის ელცინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ბელგოროდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიქტორ ბერესტოვოი. მიზეზი იყო „პრეზიდენტის ბრძანების და მთავრობის დადგენილებების სისტემატიური არშესრულებისთვის და პრეზიდენტის № 1400 ბრძანების არშესრულებისთვის ჩატარებული ქმედებები“.[3] პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ევგენი სავჩენკო ჯერ ბელგოროდის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, შემდეგ კი, 1993 წლის 18 დეკემბერს, ამ თანამდებობაზე დაამტკიცა.

1994 წლის 12 ივლისს სავჩენკომ მიიღო დადგენილება მოეწესრიგებინათ ოლქიდან პროდუქტების გატანა, რათა მომხდარიყო შიდა, საოლქო ბაზრის დაკმაყოფილება და იმპორტული საქონლით ვაჭრობის შეზღუდვა.

პირველი არჩევნები (1995-1999)

რედაქტირება

1995 წლის 17 დეკემბერს ბელგოროდის ოლქში შედგა საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები. მოქმედი ხელმძღვანელი, ევგენი სავჩენკო არჩევნებში მონაწილეობდა საარჩევნო ბლოკის „ჩვენი სახლი რუსეთის“ სახელით. მას წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის მხარდაჭერილი მრიცხველი პპალატის აუდიტორი მიხეილ ბესხმელნიცინი, პირველი მოწვევის სახელმწიფო დუმას დეპუტატი სერეი სიჩოვი რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან, და ბელგოროდის ოლქის საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ ნაბოკა. სავჩენკომ მოიგო არჩევნები და ხმების 55,54% მიიღო.

1996 წლის იანვარში სავჩენკო გახდა რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს წევრი, მუშაობა დაიწყო იმავე წლის 23 იანვარს. შედიოდა ფედერაციის საბჭოს აგრარული პოლიტიკის კომიტეტში.

მეორე არჩევნები (1999-2003)

რედაქტირება

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის არჩევნები ჩატარდა 1999 წლის 30 მაისს. ამჯერად, მოქმედმა გუბერნატორმა, ევგენი სავჩენკომ მიიღო ხმების 53,4%. მეორე ადილზე გავიდა მრიცხველი პალატის აუდიტორი მიხეილ ბესხმელნიცინი ხმების 19,7 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხმების 17,4 პროცენტით.[4]


მესამე არჩევნები (2003-2007)

რედაქტირება

2003 წლის მაისში კვლავ აირჩიეს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორად, ამჯერად ევგენი სავჩენკომ მიიღო ხმათა 61,2 პროცენტი, ხოლო მეორე ადგილი დაიკავა ვასილი ალტუხოვმა ხმათა 21,9 პროცენტით.

2003 წლის სექტემბერში ევგენი სავჩენკო შეიყვანეს პარტია ერთიანი რუსეთის საერთო ფედერალურ სიაში. იგი იყო რეგიონალური ჯგუფის „დასავლეთის“ მეორე ნომერი სახელმწიფო დუმას მეოთხე მოწვევის არჩევნებში. 2003 წლის 7 დეკემბერს სავჩენკო აირჩიეს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატად, მაგრამ, მან უარი თქვა დეპუტატის მანდატზე.

დანიშვნა (2007-2012)

რედაქტირება

2007 წლის მაისის ბოლოში ევგენი სავჩენკომ დროზე ადრე დააყერა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი ნდობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ მის უფლებამოსილებებს ვადა მხოლოდ 2008 წლის მაისში გასდიდოდა.[5] 6 ივნისს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელგორადის საოლქო დუმაში შეიტანა სავჩენკოს კანდიდატურა ოლქის გუბერნატორობაზე.[6] 16 ივნისს სავჩენკო კვლავ დაამტკიცეს გუბერნატორად, საოლქო დუმის დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მას მხარი დაუჭირეს. თანამდებობაში შესვლის ცერემონია ჩატარდა სავჩენკოს ამტკიცებისთანავე. რეგიონის ხელმძღვანელმა ფიცი ოლქის წესდებაზე დადო და დაიფიცა, რომ ერთგულად ემსახურებოდა ხალხს, დაიცავდა კონსტიტუციას, ფედერალურ და ადგილობრივ კანონებს. ამის შემდეგ, საოლქო დუმის თავმჯდომარედ სავჩენკოს გუბერნატორის სამახსოვრო ნიშანი გადასცა.[7]

2012 წლის 16 ივნისს უფლებამოსილების ვადის დამთავრების გამო, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევგენი სავჩენკო ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა ოლქის ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე. პუტინის ბრძანება ძალაში შევიდა 2012 წლის 17 ივნისს.[8]

მეოთხე არჩევნები (2012-2017)

რედაქტირება

2012 წელს ჩატარებული გუბერნატორის არჩევნებზე, სავჩენკოს მხარი დაუჭირა 554337-მა ამომრჩეველმა.[9] რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ირინა გორკოვამ 88753 ამომრჩევლის ნდობა დაიმსახურა. რუსეთის პატრიოტების კანდიდატს, ალექსანდრე ზაპრიაგაილოს ნდობა გამოუცხადა 29390-მა ამომრჩეველმა. მემარჯვენე საქმის კანდიდატმა, ალექსანდრე კუშნარიოვმა მიიღო 25677 ხმა.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის რეიტინგის თანახმად (გამოქვეყნდა 2015 წლის 9 ივნისსა და 15 ოქტომბერს), სავჩენკო იკავებს მესამე ადგილს გუბერნატორთა ეფექტურობის რეიტინგში.[10][11]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Бюро Высшего совета Партии. Единая Россия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-27. ციტირების თარიღი: 2013-11-15.
  2. Meduza, 21 июня 2017. Губернатор Кемеровской области Аман Тулеев никак не может выйти из отпуска. Но и в отставку уходить не планирует
  3. Газета «Коммерсантъ», № 195 (418), 12.10.1993
  4. Губернатор Белгородской области Евгений Савченко вновь остается на своем посту. Первый канал. 31 мая 1999
  5. Белгородский губернатор попросил доверия тайно. Коммерсантъ (Воронеж), № 94 (3670), 01.06.2007
  6. Евгению Савченко доверили пятый срок. Газета «Коммерсантъ», № 97 (3673), 06.06.2007
  7. Пятнадцать лет — не срок. Депутаты поддержали действующего губернатора Белгородской области. «Российская газета», 18.06.2007
  8. Евгений Савченко назначен временно исполняющим обязанности губернатора Белгородской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-27. ციტირების თარიღი: 2021-01-01.
  9. Сведения о прошедших выборах и референдумах в Белгородской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-19. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
  10. Ъ-Новости — Губернаторы Калужской области и ЯНАО возглавили рейтинг эффективности
  11. ТАСС: Политика — СМИ: главы Калужской области и ЯНАО вновь разделили лидерство в рейтинге эффективности