ედუარდ ჯანელიძე
ედუარდ ჯანელიძე (დ. 12 მარტი, 1936) — ქართველი პოლიტიკოსი.
ედუარდ ჯანელიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 მარტი, 1936 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი. 1965 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1969 წლიდან ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, 1980 წლიდან განყოფილების გამგე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“.