ედუარდ ევერეტი (ინგლ. Edward Everett; დ. 11 აპრილი, 1794 – გ. 15 იანვარი, 1865) — ამერიკელი პოლიტიკოსი, განმანათლებელი, დიპლომატი და ორატორი. როგორც პარტია ვიგების წევრი, იყო აშშ-ს წარმომადგენელი, აშშ-ს სენატორი, მასაჩუსეტსის მე-15 გუბერნატორი, დიდი ბრიტანეთის მინისტრი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ის ასევე ასწავლიდა ჰარვარდის უნივერსიტეტში და იყო მისი პრეზიდენტი.

ედუარდ ევერეტი
ინგლ. Edward Everett
დაბადების თარიღი 11 აპრილი, 1794(1794-04-11)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი Dorchester
გარდაცვალების თარიღი 15 იანვარი, 1865(1865-01-15)[1] [2] [3] [4] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბოსტონი
მოქალაქეობა აშშ
განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი და ფილიპსის ექსეტერის აკადემია
მამა Oliver Everett[5]
მეუღლე/ები Charlotte Gray Brooks
შვილ(ებ)ი William Everett
ჯილდოები ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი

ევერეტი იყო სამოქალაქო ომის ეპოქის ერთ-ერთი დიდი ამერიკელი ორატორი.

პასტორის ვაჟმა, ევერეტმა განათლება მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში, მცირე ხნით მსახურობდა ბოსტონის ბრეტლ სტრიტის ეკლესიაში, სანამ ჰარვარდში მასწავლებლად მუშაობას დაიწყებდა. ორი წლის განმავლობაში სწავლობდა გეტინგენის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგი ორი წელი ევროპაში მოგზაურობას დაუთმო. პოლიტიკურ საქმიანობამდე, ჰარვარდში რამდენიმე წლის განმავლობაში ასწავლიდა ძველ ბერძნულ ლიტერატურას. ათი წლის განმავლობაში იყო აშშ-ის კონგრესის წევრი, 1815 წელს აირჩიეს მასაჩუსეტსის გუბერნატორად. 1831 წელს ევერეტი აირჩიეს ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრად. [6]

1839 წლის მასაჩუსეტსის გუბერნატორის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ევერეტი დაინიშნა დიდი ბრიტანეთის მინისტრად, მოგვიანებით კი ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტად. 1849 წელს გახდა დიდი ხნის მეგობრის, კოლეგის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, დენიელ ვებსტერის თანაშემწე. ვებსტერის გარდაცვალების შემდეგ ევერეტი რამდენიმე თვის განმავლობაში მსახურობდა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე. სიცოცხლის ბოლო წლებში ბევრს მოგზაურობდა. აშშ-ის სამოქალაქო ომამდე, კენჭი იყარა კავშირის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. მხარი დაუჭირა აბრაამ ლინკოლნს 1864 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 GeneaStar
  5. Geni.com — 2006.
  6. APS Member History. ციტირების თარიღი: 2021-04-08