ედუარდ გრიგორიანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ედუარდ გრიგორიანი (რუს. Эдуард Григорьевич Григорян, სომხ. Էդուարդ Գրիգորյան; დ. 25 მაისი, 1925, კრასნოდარი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი — გ. 11 ივნისი, 1988, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — პროფესიონალი ფეხბურთის მოთამაშე. ერევნის არარატი მწვრთნელი და მენეჯერი, სომხეთის დამსახურებული მწვრთნელი, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის“ დამსახურებული მოღვაწე, ფეხბურთის რესპუბლიკური სკოლის დირექტორი და სომხეთის ოლიმპიური „რეზერვის“ სკოლის დირექტორი.

ედუარდ გრიგორიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Էդուարդ Գրիգորյան
დაბადების
თარიღი
25 მაისი, 1929
დაბადების
ადგილი
კრასნოდარი, რუსეთის სფსრ,
საბჭოთა კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
11 ივნისი, 1988
გარდაცვალების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ,
საბჭოთა კავშირი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1944-1952 დინამო ერევანი
სამწვრთნელო კარიერა
1968 არარატი ერევანი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ედუარდ გრიგორიანი დაიბადა 1929 წლის 25 მაისს, კრასნოდარში, რუსეთის სფსრ-ში. მისი დაბადებიდან მალევე ოჯახი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა; სწორედ აქ აღიზარდა იგი.

გრიგორიანი ფეხბურთში 8 წლის ასაკში ჩაერთო. 15 წლის ასაკში იგი მიიწვიეს სომხეთის ერთ-ერთ წამყვან კლუბ დინამო ერევანში (მოგვიანებით არარატი ერევანი). იგი დინამოსთვის 8 წლის განმავლობაში, 1944-1952 წლებში, თამაშობდა. მის საუკეთესო სეზონად 1949 წლის სეზონი ითვლება, სადაც გუნდის მიერ გატანილი 42 გოლიდან 28 თვითონ გაიტანა. აქედან მან მიიღო მეტსახელი „სომეხი ბობროვი“, ცნობილი საბჭოთა თავდამსხმელის, ვსევოლოდ ბობროვის მიხედვით.

ერევნის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, გრიგორიანმა ფეხბურთი დატოვა და ვოროშილოვის სახელობის ერევნის საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელს მიჰყო ხელი. რამდენიმე წლის შემდეგ, იგი გახდა ამავე სკოლის დირექტორი. ის ასევე გახდა სომხეთის ახალგაზრდული ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

1968 წელს გრიგორიანი დაინიშნა მთავარ მწვრთნელად და მენეჯერად არარატ ერევანში. ერთი წლის შემდეგ, მან დატოვა მწვრთნელის პოსტი და გუნდის მენეჯმენტზე ფოკუსირდა. მისი ხელმძღვანელობით არარატმა შეიძინა: ლევონ იშტოიანი, ნაზარ პეტროსიანი, ედუარდ მარკაროვი, არკადი ანდრესიანი და მეკარე ალიოშა აბრაჰამიანი. 1971 წელს, მისმა გუნდმა უსსრ პრიმერა ლიგის თასზე მეორე ადგილი დაიკავა. ორი წლის შემდეგ, კლუბმა მოიგო უსსრ-ს თასი.

1976 წელს გრიგორიანი დაინიშნა სომხეთის ოლიმპიური „რეზერვის“ სკოლის დირექტორად, სადაც იგი გარდაცვალებამდე (1988 წლამდე) მუშაობდა.[1]

1985 წელს გრიგორიანმა მონაწილეობა მიიღო ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ორგანიზებაში.

სომხეთში სპორტში შეტანილი წვლილისთვის, რესპუბლიკურ ფეხბურთის სკოლას ედუარდ გრიგორიანის სახელი ეწოდა.[2] დღესდღეობით ეს სკოლა გამოიყენება, როგორც კლუბ ბანანცის სამწვრთნელო ცენტრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Yerevan state sports college of olympic reserve. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-23. ციტირების თარიღი: 2019-10-23.
  2. Specialized children and youth football school after Eduard Grigoryan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-23. ციტირების თარიღი: 2019-10-23.