ედუარდ ადრიან უილსონი
ედუარდ ადრიან უილსონი (დ. 23 ივლისი, 1872, მონპელიე-ტერაცი, ჩელტენჰემი — გ. 29 მარტი, 1912, როსის შელფური მყინვარი, ანტარქტიდა) — ბრიტანელი პოლარეთის მკვლევარი, მეცნიერი-ზოოლოგი, ორნითოლოგი და ექიმი-ფიზიოლოგი, მხატვარი. რობერტ სკოტის ორი ანტარქტიკული ექსპედიციის მონაწილე. მისი ილუსტრაციები ჰამილტონის წვლილზე A History of British Mammals კლასიკურად ითვლება.
ედუარდ ადრიან უილსონი | |
---|---|
![]() ფოტოსურათი 1913 წლის წიგნიდან | |
მშობლიური სახელი | Edward Adrian Wilson |
დაბადების თარიღი |
23 ივლისი 1872 მონპელიე-ტერაცი, ჩელტენჰემი |
გარდაცვალების თარიღი |
29 მარტი 1912 როსის შელფური მყინვარი, ანტარქტიდა |
მოქალაქეობა |
![]() |
პროფესია | ორნითოლოგი, მოგზაური, მხატვარი |
მეუღლე(ები) | ორიანა საუპერი (1901-დან) |
მშობლები |
მამა: ედუარდ ტომას უილსონი (1832—1918) დედა: მერი აგნეს უილსონი (ქალიშვილობაში უიშოუ, 1841—1930) |
„ტერა-ნოვას“ ექსპედიციარედაქტირება
სკოტის გუნდი სამხრეთ პოლუსზე, 1912 წლის 18 იანვარი. დგანან: უილსონი, სკოტი, ოტსი. სხედან: ბაუერსი, ე. ევანსი. ეს არის სკოტის გუნდის მიერ გადაღებული უკანასკნელი ფოტოსურათი.
სკოტის ეროვნულ სამხრეთპოლარულ ექსპედიციაში უილსონი დანიშნეს სამეცნიერო რაზმის მეთაურად და დაავალეს მისი პერსონალის დაკომპლექტება. უილსონი იმყოფებოდა საექსპედიციო ხომალდის გემბანზე მისი კარდიფიდან გაცურვიდანვე, 1910 წლის 15 აგვისტოს.