მთავარი მენიუს გახსნა
ეგნატე (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

წმინდა ეგნატე – კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (847-857; 867-877); მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 23 ოქტომბერი, ახალი სტილით - 5 ნოემბერი. ერისკაცობაში - ნიკიტა, სამეფო გვარის ჩამომავალი იყო. როდესაც მისი მამა, იმპერატორი მიხეილ I (811-813) ლეონ სომეხმა (813-820) ტახტიდან ჩამოაგდო, ყრმა ეგნატე მონასტერში გამოამწყვდიეს. მონასტერში ცხოვრებამ წმინდანი სარწმუნოებასა და კეთილმსახურებაში განამტკიცა. მალე იგი სავანის იღუმენად აირჩიეს, მოგვიანებით კი კონსტანტინოპოლის პატრიარქად იქნა დადგენილი.

იმპერატორ მიხეილ III-ის (855-867) არასრულწლოვნების ჟამს ქვეყანას განაგებდა მისი ბიძა - უღმრთო და უზნეო ბარდა. წმინდა პატრიარქი ამ უკანასკნელს შეაგონებდა, დაეგდო ცოდვილი ცხოვრება და ამხელდა მის უსჯულოებას. როდესაც ბარდამ მღვდელმთავარს წმიდა დედოფალ თეოდორას მონაზვნად აღკვეცა მოსთხოვა, რომ ამ გზით იგი ქვეყნის მმართველობისგან ჩამოეშორებინა, წმინდა ეგნატე არ დაჰყვა ბარდას ნებას და განაყენა იგი ზიარებისგან. თხუთმეტი დღე აწამებდნენ პატრიარქს და აიძულებდნენ, უარი ეთქვა ხარისხზე, შემდეგ კი კუნძულ ტერებინზე გადაასახლეს. იმპერატორ ბასილი მაკედონელის (867-886) დროს წმინდა ეგნატე გადასახლებიდან გამოიწვიეს და სამღვდელმთავრო ტახტზე დააბრუნეს. ამის შემდეგ ნეტარი კიდევ ათი წლის მანძილზე მესაჭეობდა ეკლესიას, ბოლოს კი, ოთხმოცდაცხრა წლის ასაკში, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ლიტერატურარედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
წინამორბედი:
მეთოდე I
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

847858
შემდეგი:
ფოტი I
წინამორბედი:
ფოტი I
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

867877
შემდეგი:
ფოტი I (მეორედ)