ტარანაკის მთა
ტარანაკის მთა ან ეგმონტის მთა — მოქმედი,[1][2] მაგრამ პასიური სტრატოვულკანი ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ კუნძულის დასავლეთ სანაპიროსთან, ტარანაკის რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს უფრო ხშირად „ტარანაკის“ უწოდებენ, მას ორი ოფიციალური სახელი აქვს, რაც შესაბამისობაში მოდის ახალი ზელანდიის გეოგრაფიული საბჭოს სახელთა პოლიტიკასთან.[3] 2 518 მერტი სიმაღლის მთა ერთ-ერთი ყველაზე სიმეტრიული ვულკანური კონუსია მთელ მსოფლიოში. მის გვერდით, სამხრეთით აღმართულია მეორე მწვერვალი — 1 966 მეტრიანი ფანთამსის პიკი.[4] ფუძიამას მთასთან მსგავსების გამო, ტარანაკი გადაღებულია ფილმში „უკანასკნელი სამურაი“.
ტარანაკის მთა | |
---|---|
კოორდინატები: 39°17′47″ ს. გ. 174°03′53″ ა. გ. / 39.29639° ს. გ. 174.06472° ა. გ. | |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
სიმაღლე | 2518 მ |
პირველი ასვლა | 1839 |
ბოლო ამოფრქვევა | 1854 |
ვულკანური აქტივობა
რედაქტირებატარანაკი გეოლოგიურად ახალგაზრდაა, აქტივობა დაახლოებით 135 000 წლის წინ დაიწყო. ბოლო ვულკანური აქტივობები 1850-1860-იან წლებში დაფიქსირდა, რაც გამოიხატებოდა კრატერში ლავის წარმოქმნასა და მის ჩანგრევაში.[5][6] 1755 და 1800 წლებში, ამოფრქვევის დროს პიროკლასტიკური ნაკადები მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე გადმოედინა,[7] წარმოიქმნა ფერფლი (1755 წელს). ბოლო დროის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 1655 წელს მოხდა. ბოლო დროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ უკანასკნელი 9000 წლის მანძილზე, მცირე ამოფრქვევები საშუალოდ ყოველ 90 წელში ხდება, დიდი ამოფრქვევები კი 500 წელში.
გალერეა
რედაქტირება-
ლაჰარების ნარჩენები მთის მიდამოებში
-
თანამგზავრული ფოტო
-
განთიადისას
-
ხედი ჩრდილოეთიდან
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Climbing Taranaki - from peakbagging.co.nz დაარქივებული 2009-08-20 საიტზე Wayback Machine.
- Mt Egmont photos
- Taranaki Volcano Cam დაარქივებული 2007-04-10 საიტზე Wayback Machine.
- Taranaki Project - Moods of a Mountain დაარქივებული 2019-01-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Volcano Fact Sheet: Mount Taranaki / Egmont Volcano. GNS Science (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-03. ციტირების თარიღი: 2012-01-10.
- ↑ 'Likely to erupt in the future', Neal & Alloway 1991, as quoted in New Zealand Journal of Geology and Geophysics დაარქივებული 2008-11-22 საიტზე Wayback Machine.
- ↑ What is the difference between alternative naming and dual naming?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 19 March 2010.
- ↑ Dawson Falls and East Egmont დაარქივებული 2012-03-07 საიტზე Wayback Machine. , Department of Conservation. Retrieved 12 October 2011.
- ↑ Volcanic Taranaki. Puke Ariki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 18 March 2010.
- ↑ [1] დაარქივებული 2012-10-05 საიტზე Wayback Machine. states 1854, but does not cite a source.
- ↑ Leighton Keith (11 October 2011). „Mt Taranaki volcano history revised“. Taranaki Daily News. ციტირების თარიღი: 11 October 2011.