ეგიუი-დიუ-მიდი
ეგიუი-დიუ-მიდი (ფრანგ. Aiguille du Midi) — მწვერვალი მონბლანის მასივზე, საფრანგეთში. სიმაღლე 3842 მ. მდებარეობს მონბლანიდან 8 კილომეტრში. მწვერვალიდან ჩრდილოეთით ხეობაში განლაგებულია ცნობილი კურორტი შამონი. შამონიდან ეგიუი-დიუ-მიდის მიმართულებით მიდის ბაგირგზა, რომელიც აშენებულია 1955 წელს. აქვე იღებს სათავეს 22 კმ სიგრძის სამთო-სათხილამურო ტრასა. მწვერვალზე პირველი ასვლა განხორციელდა 1818 წლის 4 აგვისტოს.
ეგიუი-დიუ-მიდი | |
---|---|
ეგიუი-დიუ-მიდი | |
კოორდინატები: 45°52′44″ ჩ. გ. 5°53′15″ ა. გ. / 45.87889° ჩ. გ. 5.88750° ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
სიმაღლე | 3842 მ |
მთის მასივი | მონბლანის მასივი |
პირველი ასვლა | 1818 წლის 4 აგვისტო |