ეგზარქოსის მოედანი

ეგზარქოსის მოედანი — გუბერნატორის, იგივე ბატონის მოედნის სამხრეთი ნაწილი. სახელი ეწოდა გუბერნატორის მოედანზე საეგზარქოსო სახლის აგების გამო. ეგზარქოსის და გუბერნატორის მოედნებმა გვერდიგვერდ იარსებეს XIX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულამდე. 1896 წლის თბილისის გეგმაზე დატანილია მხოლოდ ეგზარქოსის მოედანი. XX საუკუნის 20-იან წლებში მას ეწოდა ბებელის სახლი, XX საუკუნის 50-იანი წლებიდან — ერეკლე II-ს მოედანი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 433, თბ., 2002.