ეგერსკის ხიდი
ეგერსკის ხიდი (რუს. Егерский мост) — ამჟამად უკვე არარსებული ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდებარეობდა საადმირალოს რაიონში, ვედენის არხზე ობვოდნის არხის მარჯვენა (ჩრდილოეთის) სანაპიროზე. ხიდის სიგრძე იყო 25,8 მეტრი, სიგანე - 11,64 მ.
ეგერესკის ხიდი Егерский мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°54′50″N 30°20′02″E / 59.913889° ჩ. გ. 30.333889° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
მასალა | რკინა |
სიგრძე | 25,8 მ |
სიგანე | 11,64 მ |
გახსნის თარიღი | 1835 |
სახელწოდება
რედაქტირებაეგერსკის ხიდმა სახელწოდება მიიღო ახლოს მდებარე ეგერესკის პოლკის ლეიბ-გვარდიის ყაზარმების მდებარეობის გამო. XIX საუკუნის დასასრულამდე ეწოდებოდა ვედენის მეორე ხიდი.
ისტორია
რედაქტირებაეგერსკის ხიდი თავის ისტორიას იწყებს 1835 წლიდან. ამ წელს ობვოდნის არხის მშენებლის მაიორ ადრიანოვის მიერ შემუშავებული და პეტრე პეტრეს ძე ბაზენის პროექტზე დაყრდნობით ააშენეს ახალი ხიდი. 1884 წელს მალების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სამუშაოები წარიმართა ინჟინერ ანტონ ივანეს ძე შტუკენბერგის დაკვირვების ქვეშ.
ეს იყო ერთმალიანი ხის თაღოვანი ხიდი. მალები შედგებოდა ცხრა თაღისაგან. ქვის საყრდენები მოპირკეთებული იყო აგურით და ყორის ქვით. ხიდს ჰქონდა თუჯის მოაჯირი.
1904 წელს მოსკოვი-ვინდავო-რიბინსკის რკინიგზის სამმართველომ ხის ხიდი შეცვალა ახალი მეტალის თაღოვანი ხიდით. თუჯის მოაჯირები შეიცვალა რკინის მოაჯირებით, ხიდის სიგრძე გახდა 25,8 მეტრი, ხოლო სიგანე — 11,64 მ.
1968 წელს ეგერსკის ხიდი დაანგრიეს, არხის ამოვსების გამო.
ლიტერატურა
რედაქტირება- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.