ორუჩუბან ებიჩუ

(გადამისამართდა გვერდიდან ებიჩუ)

ორუჩუბან ებიჩუ (იაპონ. おるちゅばんエビちゅ Oruchuban Ebichu — ებიჩუ სახლზე ზრუნავს) — იაპონური კომპანია გეინიქსი (Gainax)-ის მიერ 1990 წელს გამოშვებული მანგა და ანიმაციური სერიალი. ავტორი რიზა იტო.[1]

ანიმაციურ სერიალში სიუჟეტი ვითარდება ზაზუნას სახელად ებიჩუსა და მისი მეპატრონე გოგოს გარშემო. ებიჩუს მთავარი „საზრუნავი“ — მის პატრონის ბედნიერებაზე ზრუნვაა, მაგრამ მისი არაერთი მცდელობა სულ პრობლემებით თავდება.

პერსონაჟები

რედაქტირება

ებიჩუზაზუნა, რომელიც სახლს უვლის და ზრუნავს მისი მეპატრონის პირად ცხოვრებაზე. უყვარს ყველი (კამამბერი), ნაყინი და კარგად თამაშობს მაჯონგს.

ებიჩუს პატრონი — ახალგაზრდა 25 წლის იაპონელი ოფის-ლედი. მარტოხელაა და მეორე ნახევრის მოძებნის იმედია ქავს გადაწურული. მას ჰყავს მეგობარი-მამაკაცი კაისენატი, რომელსაც ხვდება ხოლმე.

კაისენატი — ებიჩუს პატრონის მეგობარი მამაკაცი. უყვარს აზარტული თამაშები, განსაკუთრებით პატინკო. საშინლად ვერ იტანს ებიჩუს.

მა-ა — კაისენატის მეგობარი, შეყვარებულია ებიჩუზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება