დღვლაბე
დღვლაბე, დღვლაბა ყურძენი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრადაა დაფარული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო და მსხვილი ზომისაა, მომრგვალო. რბილობი ხორციანი და წვნიანია.
დღვლაბე საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.3 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 111-112