დუხტია
დუხტია — ქართლის დედოფალი. ბაკურ II-ის მეუღლე. დედოფალ დუხტიას და მისი მეუღლის ბაკურ II-ის ამბები დაცულია „პეტრე ქართველის ცხოვრებაში“, რომელიც ასურულ ენაზე დაწერა V საუკუნის გასულს (ან V საუკუნის დასაწყისში) ზაქარია ქართველმა. ბაკურ II და მისი მეუღლე ქველმოქმედები იყვნენ. კვირაში სამჯერ ისინი სატახტო ქალაქის ეკლესიაში მოწყალებას არიგებდნენ, სასახლეში საჭმელს ამზადებდნენ და ღამღამობით თვითონვე ურიგებდნენ ღარიბებს, რომელთათვის თავშესაფარიც კი ააგეს. დედოფალ დუხტიას, სამეფო სამოსელსა და სამკაულს ქვეშ ძაძა ეცვა, ხოლო თავისი ოქრო-მარგალიტი ღარიბებს მისცა. მათ შესახებ ჰაგიოგრაფი წერს: „თავისი ღირსების დამცირებად არ თვლიდა, თავის სასახლეში ნაირნაირი საჭმელები დაემზადებინა; შემდეგ ეს საჭმელები კალათებით მიჰქონდა ღამით თვითონ მის მიერ აგებულ ღარიბთა თავშესაფარში და იქ მყოფთ მეფე-დედოფალი საკუთარი ხელით აჭმევდა, ხოლო ცხონებულმა დუხტიამ, ისეთივე გამრჯელობით დაჯილდოვებულმა მისმა მეუღლემ, მეფური სამკაულები უგულებელყო და ჩაიცვა ბალნის სამოსელი, ძაძა, გაჰყიდა თავისი ტახტრევანი,... აგრეთვე ყოველგვარი ოქროს ნივთები და მარგალიტები და ღარიბებს დაურიგა იქიდან აღებული თანხა“. დედოფალ დუხტიას დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია. იცხოვრა სამცხეში და მოღვაწეობდა IV-V საუკუნეებში. ჰყავდა შვილი ბაკურდუხტია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქორიძე, დ., ქართველი ქალები უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე, გვ, 35-36, თბ., 1976.