დურგაპური
დურგაპური (ინგლ. Durgapur) — მთავარი სამრეწველო ქალაქი და დაგეგმარებული ურბანული აგლომერაცია ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალში. მდებარეობს პასჩიმ-ბარდჰამანის რაიონში. ეკონომიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, იგი კოლკატის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი და ურბანული აგლომერაციაა დასავლეთ ბენგალში და ყველაზე მნიშვნელოვანი სამრეწველო კერაა დასავლეთ ბენგალში.[2] ქალაქი ორმა ამერიკელმა არქიტექტორმა, იოზეფ ალენ შტაინმა და ბენჯამინ პოლკმა დააპროექტა 1955 წელს. დურგაპური ერთადერთი ქალაქია აღმოსავლეთ ინდოეთში, რომელსაც მოქმედი მშრალი დოკი აქვს. ქალაქს „ინდოეთის რურსაც“ ეძახიან.[3]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
დურგაპური | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 23°33′00″ ჩ. გ. 87°19′12″ ა. გ. / 23.55000° ჩ. გ. 87.32000° ა. გ. |
ფართობი | 154.20 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 65±1 მეტრი |
მოსახლეობა | 566 517 (2011)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 343 |
საფოსტო ინდექსი | 713201 |
ოფიციალური საიტი | http://durgapurmunicipalcorporation.org |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობა
რედაქტირებადურგაპურის კოორდინატებია: ჩრდ. განედი 23.55° და აღმ. გრძედი 87.32°. ქალაქის საშუალო სიმაღლე 65 მეტრია.
დურგაპური პასჩიმ-ბარდჰამანის რაიონში მდებარეობს, დასავლეთ ბენგალში, მდინარე დამოდარის ნაპირზე, ბენგალის ალუვიურ ვაკეებში შეერთებამდე. ტოპოგრაფია ტალღოვანია. რანიგანჯის ნახშირის საბადოების ნახშირშემცველი ტერიტორია დურგაპურის მოშორებით მდებარეობს; ზოგიერთი ნაწილი ქალაქის ტერიტორიაზეც შედის. ბოლო დრომდე ეს ტერიტორია ტყეებით იყო დაფარული და თავდაპირველი სალისა და ევკალიპტის ტყეების ზოგიერთი ზოლის შემჩნევა დღემდე შეიძლება.
კლიმატი
რედაქტირებადურგაპური | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჰავის დიაგრამა (განმარტება) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
დურგაპურში ოლკატის ტროპიკულ წვიმიან და მშრალ კლიმატსა და ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელ უფრო ტენიან სუბტროპიკულ კლიმატს შორის გარდამავალი ჰავაა. ზაფხული უკიდურესად ცხელი და მშრალია და მარტიდან ივნისის შუა რიცხვებამდე გრძელდება. საშუალო დღიური ტემპერატურა 45 °C-ს აჭარბებს. მათ მუსონური სეზონი მოსდევს, უხვი ნალექითა და შედარებით დაბალი ტემპერატურით. დურგაპური წლიური ნალექის უმეტეს ნაწილს, დაახლოებით 1,320 მმ-ს, ამ სეზონში იღებს. მუსონს ცივი, მშრალი ზამთარი მოსდევს, რომელიც ნოემბრიდან იანვრამდე გრძელდება. ტემპერატურები ცივია, საშუალო დღიური ტემპერატურა 9 °C-მდე ეცემა. ოქტომბრის ბოლოს მოკლე შემოდგომაა, ხოლო თებერვალში მოკლე გაზაფხულია. ორივე შედარებით ზომიერი ტემპერატურით, დაახლოებით 20 °C-ით ხასიათდება. ბოლო წლებში მიღებული უხვი ნალექის გამო (წელიწადში თითქმის ხუთი თვის განმავლობაში უხვი ნალექი მოდის) ადგილობრივები ქალაქს ხშირად „ჩოტა ჩერაპუნჯას“ უწოდებენ (ქალაქ ჩერაპუნჯის შესაბამისად).
დემოგრაფია
რედაქტირება2011 წლის აღწერის მიხედვით, დურგაპურის ურბანულ აგლომერაციაში 566 937 ადამიანი ცხოვრობდა, საიდანაც 294 349 მამაკაცი და 272 588 ქალი იყო. 6 წლამდე ასაკის მოსახლეობა 50 512 ადამიანს შეადგენდა. მოსახლეობის ეფექტური წერა-კითხვის მაჩვენებელი 87.70%-ს უდრიდა.[4] დურგაპურის მუნიციპალური კორპორაცია 3 საცენზო ქალაქს მოიცავდა: ბამუნარას, არასა და ანდალს.[5]
2011 წლის აღწერის მიხედვით, დურგაპურის მუნიციპალური კორპორაციის მოსახლეობა 581 409 ადამიანს შეადგენდა, საიდანაც 301 700 მამაკაცი და 279 709 ქალი იყო. 6 წლამდე ასაკის მოსახლეობა 51 930 ადამიანს შეადგენდა. მოსახლეობის ეფექტური წერა-კითხვის მაჩვენებელი 87.84% უდრიდა.[6]
რელიგია
რედაქტირება2011 წლის ინდოეთის აღწერის მიხედვით, ქალაქში გაბატონებული რელიგია ინდუიზმია, რომელსაც ისლამი, ქრისტიანობა, სიქიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი და სხვა რელიგიები მოსდევს. აღწერის თანახმად, დურგაპურში მცხოვრები 566 517 ადამიანიდან 519 122 ინდუსია (91.63%), 35 923 ― მუსლიმი (6.34%), 1 889 ― ქრისტიანი (0.36%), 2 346 ― სიქჰი (0.44%), 513 ― ბუდისტი, 382 ― ჯაინი, 906 ― სხვა რელიგიების მიმდევარი, ხოლო 5 436-ს (1.04%) რელიგია არ დაუკონკრეტებია.[7]
ენები
რედაქტირება2011 წლის აღწერის დროისთვის, მოსახლეობის 82.99%-ისთვის პირველი ენა ბენგალური იყო, 11.15%-ისთვის ― ჰინდა, 1.84%-ისთვის ― სანტალი და 1.03%-ისთვის ― ურდუ.[8]
ეკონომიკა
რედაქტირებადურგაპური დასავლეთ ბენგალის (ერთ-ერთი უდიდესი სამრეწველო კერა ინდოეთში) უდიდესი სამრეწველო კერაა და დაგეგმილია როგორც ინტეგრირებული სამრეწველო ქალაქი. ტექნოლოგიის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის თვალსაზრისით, იგი დასავლეთ ბენგალში კოლკატის შემდეგ ყველაზე განვითარებული ქალაქია და შტატის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მდებარეობს მდინარე დამოდარის ნაპირებზე, რანიგანჯის ნახშირის საბადოების მახლობლად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Census of India 2011 (West Bengal): Barddhaman District Primary Census Abstract — Office of Registrar General & Census Commissioner of India.
- ↑ Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above. Provisional Population Totals, Census of India 2011. ციტირების თარიღი: 21 March 2020
- ↑ The Chota Nagpur Plateau in India is more commonly regarded as the Ruhr of India; however, some sources also cite Durgapur as the same. (as it is occasionally referred to).
- ↑ Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above. Provisional Population Totals, Census of India 2011. Government of India. ციტირების თარიღი: 10 October 2011
- ↑ Constituents of urban Agglomerations Having Population 1 Lakh & above. Provisional Population Totals, Census of India 2011. Government of India. ციტირების თარიღი: 27 March 2012
- ↑ Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above. Provisional Population Totals, Census of India 2011. ციტირების თარიღი: 10 October 2011
- ↑ Table C-01 Population by Religion: West Bengal. Registrar General and Census Commissioner of India (2011).
- ↑ Table C-16 Population by Mother Tongue: West Bengal. Registrar General and Census Commissioner of India.