დუდღუში, დღუნდღუშიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან დიდი ზომისაა, მომრგვალო ან გულისმაგვარი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქე-სისაა. მტევანი — პატარა, ზოგჯერ საშუალო ზომის. კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან მცირედ ოვალური ფორმის. მუქი ლურჯი. სქელი კანი ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ აქვს დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, საშუალო სიმკვრივის, მომჟავო-მოტკბო გემოთი.

დუდღუში საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180-190 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 80-120 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-9.0 ტონა.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 111