დავით (დუდუ) რობერტის ძე დადიანი (დ. 19 მაისი, 1969, თბილისი, — გ. 22 იანვარი, 2002, იქვე) — ქართველი სპორტსმენი, კალათბურთელი.

სწავლობდა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში. დადიანის საკალათბურთო კარიერა კლუბ „მართვეში“ დაიწყო, 1992 წელს „ვითაში“ გადავიდა, რომელმაც იმ წელს საქართველოს ჩემპიონის სახელი მოიპოვა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში შეინარჩუნა. 1995 წელს დადიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და „ვითას“ კაპიტანი გახდა. სახელი აგრესიული, ზოგჯერ უხეში, თამაშის სტილით გაითქვა. 1999 წელს აქტიური სპორტული მოღვაწეობა შეწყვიტა და არჩეული იქნა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად. 2002 წელს მოკლეს თბილისში, სპორტის დეპარტამენტის შენობაში. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა დადიანსა და უცნობ ადამიანს შელაპარაკების შედეგად მოხდა. მკვლელი დაუდგენელია. 2002 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ დაწესებულია „დუდუ დადიანის თასი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება