დროში მოგზაურის ცოლი

დროში მოგზაურის ცოლი (ინგლ. The Time Traveler's Wife) — ამერიკელი მწერლის, ოდრი ნიფენიგერის, სადებიუტო რომანი, რომელიც 2003 წელს გამოქვეყნდა.

„დროში მოგზაურის ცოლი“
ავტორი ოდრი ნიფენიგერი
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Kinneret Zmora-Bitan Dvir
გამოცემის თარიღი 2003

წიგნი ჰენრისა და კლერის სასიყვარულო ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ჰენრის გენეტიკური დაავადება აქვს, რაც მის დროში მოლოდნელ გადაადგილებებს იწვევს, მას ხშირად უწევს კლერთან განშორება, მათი შეხვედრები კი საკმაოდ ხანმოკლეა. ავტორისთვის რომანი საკუთარი წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობების მეტაფორას წარმოადგენს. რომანი, როგორც სასიყვარულო, ასევე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვენება, მისი მთავარი თემებია: სიყვარული, დანაკარგი და თავისუფალი არჩევანი. რაც შეეხება დროში მოგზაურობას, მისი საშუალებით ავტორი ურთიერთობებში ადამიანებს შორის არასწორ კომუნიკაციას, დისტანციას და სხვა ღრმა ეგზისტენციალურ საკითხებს იკვლევს.

მრავალი კრიტიკოსი დროში მოგზაურობის შესახებ ავტორის უნიკალური პერსპექტივით მოიხიბლა. მოწონება დაიმსახურა პერსონაჟების დახასიათებამ და მათმა ემოციურმა სიღრმემ, ზოგიერთმა კრიტიკოსმა კი მწერლის სტილი მელოდრამატულად, სიუჟეტი კი ემოციურად ბანალურად მიიჩნია.

2009 წელს წიგნის ეკრანიზაცია გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლებს რეიჩელ მაკადამსი და ერიკ ბანა ასრულებენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება