დრონოვის სახლი
დრონოვის სახლი (რუს. Дом Дронова) — ორთსართულიანი აგურის სახლი ტაგანროგში. შეტანილია რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეესტრში. სახლი აგებულია 1850 წელს.
დრონოვის სახლი რუს. Дом Дронова | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′39″N 38°56′09″E / 47.2108° ჩ. გ. 38.9357° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | 1850 |
მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 41.
ისტორია
რედაქტირებაქალაქ ტაგანროგში პეტროვსკაიას ქუჩა ნომერ 41-ში ამჟამად მდებარე სახლის ნაცვლად იდგა ორსართულიანი სახლი ოთხი ფანჯრით. 1850 წელს სახლი ეკუთვნოდა ვაჭარ ქალს ა. კ. ვოროშილკინას. 1862 წელს სახლი გადაკეთდა სხვა პროექტის მიხედვით. სახლს გვერდებიდან ჰქონდა დიდი აივნები, რომლებიც ეყრდნობოდა თუჯის ბოძებს. მარცხენა აივანი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგაც არსებობდა.
1862-1880 წლებში სახლი ეკუთვოდა ვაჭარ ტრეტიაკოვის ოჯახს. 1890 წელს სახლი ეკუთვნოდა ორმხრივ საკრედიტო საზოგადოებას. 1898 წელს სახლის პატრონი იყო ვაჭარი ტრეხტეროვი, 1906-1915 წლებში კი სახლი ეკუთვნოდა ს. ი. დრონოვს.
1907-1910 წლებში შენობაში განთავსდა ქალაქში პირველი კინოთეატრი „მირაჟი“. კინოთეატრი გაიხსნა ადგილობრივი ღვინის მარნის მფლობელის ვ. კულიკის მიერ. ფილმები დემონსტრირებული იყო ორსკესტრის თანდასწრებით, რომელშიც უკრავდნენ ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე, ხოლო მოგვიანებით ნაწარმოებს ასრულებდა სიმებიანი კვარტეტი.
1908 წელს ვ. ი კულაკოვის პროექტის მიერ გაფართოვდა შენობის შესასვლელი მთავარი კარი, რომელიც გამოდიოდა პეტროვსკაიას ქუჩაზე კინოთეატრ „მირაჟის“ საშუალებით. ვ.ი კულიკოვი აღნიშნულ სახლში ფლობდა სასურსათო მაღაზიას. 1910 წელს სახლი იყო ე. ი. ვინოგრადოვის მაღაზია „ჩაი და ყავა“ ასევე ოჯახური რესტორანი „ოლიმპია“.
1918 წელს სახლში განთავსებული იყო შრომის ბირჟა, 1926 წელს სახლში გაიხსნა დაღესტნის მე-13 ქვეით ბრიგადის მთავარი შტაბი. ამჟამად ზემოაღნიშნული სახლი არის საცხოვრებელი და მასში ასევე გახსნილია მაღაზიები.
არქიტექტურა
რედაქტირებადრონოვის ორსართულიანი სახლი აშენებულია სამხრეთ პროვინციული კლასიციზმის არქიტექტურის სტილში. სახლი თავისი სტილით ჰარმონიაში მოდის მის გარშემო მდებარე სახლებთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0