დონის სტაროჩერკასკის მონასტერი
დონის სტაროჩერკასკის მონასტერი (რუს. Донской Старочеркасский монастырь) — მართლმადიდებლური ეკლესია სტანიცა სტაროჩერკასკში მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. მონასტერი დაარსდა 1994 წელს ეფრემოვკის ქალთა მონასტრის ადგილზე, რომელიც დაარსდა 1837 წელს და დაიხურა 1927 წელს.
დონის სტაროჩერკასკის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
მუნიციპალიტეტი | აქსაის რაიონი |
ადგილმდებარეობა | სტაროჩერკასკი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1837 |
2012 წლიდან ეკლესიასთან ახლოს მოედანზე ეპარქია მართავს ყოველწლიურ დონის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს.
ისტორია
რედაქტირებაეფრემოვის დედათა მონასტრის საზეიმო გახსნა მოხდა 1837 წლის 1 სექტემბერს პოლკოვნიკ დანიელ ეფრემოვის ქვრივის შემოწირულობებით. ეფრემოვები დონის მხარეში ცნობილები იყვნენ თავიანთი სიმდიდრითა და ევროპული ღირებულებებით. მონასტერი გახდა კარის ეკლესია, რომელიც აკურთხეს დონის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.
XX საუკუნის დასაწყისში მონასტერში სულ 250 ადამიანი მსახურობდა.
მონასტრის რელიქვიები, ისევე როგორც სტაროჩერკასკის აღდგომის ეკლესიისა, სამოქალაქო ომის დროს გაიტანეს საზღვარგარეთ. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია საკმაოდ დაზიანდა, მთელი შიდა მოხატულობა პრაქტიკულად განადგურდა. აღდგენითი სამუშაოები დაიწყო 1970 წელს. სანამ მონასტერი განახლდებოდა იგი იმყოფებოდა სტაროჩერკასკის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ბალანსზე[1].
მონასტერი ხელახლა გაიხსნა 1994 წელს. თავდაპირველად ბერები დასახლდნენ არენდით აღებულ სახლში, დაიწყეს დონის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები. კეთილმოაწყვეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, გაასუფთავეს ეფრემოვებისა და იღუმენია ინოკენტიას საფლავები, სამრეკლოზე დაკიდეს ზარები.
აღდგენილი ეკლესიის პირველი წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი მოდესტ პოტაპოვი.
კარის ეკლესია
რედაქტირება1756 წელს ჩერკასკში (ამჟამად სტაროჩერკასკი) ეფრემოვების საგვარეულო მამულში, ატამანმა სტეფანე ეფრემოვმა დაიწყო კარის ეკლესიის მშენებლობა დონის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. მშენებლობა დასრულდა 1761 წელს და ამავე წლის 16 სექტემბერს ეკლესია აკურთხა ვორონეჟისა და ელეცკის ეპისკოპოსმა კირილემ. 1837 წელს ეფრემოვების კარის ეკლესიის ადგილზე უკვე მოქმედებდა სტაროჩერკასკის დედათა მონასტერი, რომლის დამაარსებლებიც იყვნენ ეფრემოვების რძლები ევდოკია და ულიანა. ეფრემოვების ოჯახმა იზრუნა ეკლესიის ინერიერზეც. ყველა ხატი ვერცხლით დაფარეს. XX საუკუნის დასაწყისში ეკლესიის სამრეკლოზე ეკიდა 8 ზარი, რომელთაგან ყველაზე დიდის წონა იყო 2,5 ტონა[2].
ეკლესიასთან შემონახულია ეფემოვების საგვარეულო სამარხი, სადაც დაკრძალულია ცნობილი ატამანი ქალი მელანია კარპოვნა[3].
მონასტრის სიწმინდეები
რედაქტირებაეკლესიის დღესასწაულია ძველი სტილით 19 აგვისტო (ახალი სტილით 1 სექტემბერი) - დონის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე.
1995 წელს სტანიცა გლინოვსკის კაზაკებმა ეკლესიას შესწირეს დონის ღვთისმშობლის დიდი ხატი.
ეკლესიის მარცხენა ფლანგში არის დონის მიწის მფარველის წმინდა დიმიტრი როსტოველის ხატი, რომელიც შეიცავს წმინდანის წმინდა ნაწილებს.
გალერეა
რედაქტირება-
მონასტერი რევოლუციამდე
-
ეკლესიის ხედი ომის წინ
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- СВЯТО-ДОНСКОЙ СТАРОЧЕРКАССКИЙ МУЖСКОЙ МОНАСТЫРЬ, официальный сайт
- Монастырь Свято-Донской Старочеркасский (мужской) დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. На сайте Русское Православие
- Старочеркасский Ефремовский Свято-Донской мужской монастырь
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Церковь в честь Донской иконы Божией Матери
- ↑ Храмы Старочеркасска. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-14. ციტირების თარიღი: 2017-06-30.
- ↑ Домовая Церковь во имя Донской иконы Божией Матери в ст. Старочеркасской